
| 40:1 | და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა. |
| 40:2 | და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა. |
| 40:3 | და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო. |
| 40:4 | და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე. |
| 40:5 | და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა. |
| 40:6 | შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ იყვნეს შეძრწუნებულ. |
| 40:7 | და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს. |
| 40:8 | ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე. |
| 40:9 | და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა. |
| 40:10 | და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი. |
| 40:11 | და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა. |
| 40:12 | და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან. |
| 40:13 | სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირისმწდე. |
| 40:14 | არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან. |
| 40:15 | რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა. |
| 40:16 | და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა. |
| 40:17 | ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა. |
| 40:18 | მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან. |
| 40:19 | სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი. |
| 40:20 | და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა. |
| 40:21 | და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა. |
| 40:22 | ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ. |
| 40:23 | ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა. |