
| 3:1 | ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა. |
| 3:2 | და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ. |
| 3:3 | ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ. |
| 3:4 | და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ. |
| 3:5 | რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. |
| 3:6 | და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს. |
| 3:7 | და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი. |
| 3:8 | და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა. |
| 3:9 | და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ? |
| 3:10 | და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე. |
| 3:11 | და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ? |
| 3:12 | და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე. |
| 3:13 | და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე. |
| 3:14 | და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. |
| 3:15 | და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა. |
| 3:16 | და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ. |
| 3:17 | ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. |
| 3:18 | ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა, |
| 3:19 | ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე. |
| 3:20 | და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა. |
| 3:21 | და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ. |
| 3:22 | და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე. |
| 3:23 | და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა. |
| 3:24 | და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა. |