10:1 |
და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე. და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა. |
10:2 |
და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსსა, რომელსა შინა იყოფინ დღესა შაბათსა დღესასწაულთა მისთა. |
10:3 |
განიძარცვა ძაძა იგი, რომელ ემოსა ქურიობისა მისისა, და განიბანა გუამი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ჴშირი და განითხზა სამკაულად თმა თჳსი და დაიდგა თავსა ხოირი და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისა, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესა, ქმრისა თჳსისასა. |
10:4 |
და შეისხნა ჴამლნი მოოქროვილნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სავლტენი და ბეჭედი და საყურნი და ყოველი სამკაული მისი და. შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა თუალთა, რომელთა იხილონ იგი. |
10:5 |
და აჰკიდა შიმუნვარსა მას თხიერაკითა ღჳნო და კოკით ზეთი და პური წმიდითა ყოვლითა და ყოველი ჭურჭელი მისი, და აჰკიდეს მას. |
10:6 |
და განვიდეს ორნივე ბჭეთა ქალაქისათა ბეტულასათა პოვნეს, ზედამდგომელად მას ზედა ოზია და მოხუცებულნი ქალაქისანი ქარბი და ქარმი. |
10:7 |
და ვითარცა იხილეს იგი, იყო პირი მისი ცვალებულ და სამოსელი მისი იქცევის, დაუკჳრდა სიკეთე მისი ფრიად. |
10:8 |
და ჰრქვეს მას: განვედ მშჳდობით, უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა, ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი და აღასრულენ ზრახვა შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა. და ივდით თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა. |
10:9 |
და ჰრქუა მაო ივდით: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანე მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტყუათა, რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რათა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ. |
10:10 |
და განვიდა ივდით და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდამოვიდოდეს მთასა მას. |
10:11 |
და ვიდრე გარდავიდა ღელესა მას მართლ და არღარა იხილეს. და მოეგებოდეს მას მჴუმილავნი იგი ასურასტანისანი. |
10:12 |
და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვიეთი ხარ და ვინა მოხვალ და ვიდრე ხვალ? და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარ მე ებრაელთა და ვივლტვი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი თქუენდა შესაჭმელად. |
10:13 |
და მოვალ წინაშე ჰოლომფორესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა, თხრობად მისსა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენოთ მათ გზა, ვინა შევიდეს და ეუფლოს მას ყოველსა მთითკერძოსა და არა წარწყმდეს კაცთა ამათგანი ჴორციელი ერთი, არცა სული. |
10:14 |
ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე კაცთა მათ, განიცდიდეს პირსა მისსა. და იყო სიკეთე იგი მისი წინაშე მათსა საკჳრველ ფრიად და ჰრქუეს მას: |
10:15 |
განირინე სული შენი დღეს კეთილად, რამეთუ ისწრაფე გარდამოსლვად და შემთხუევად პირსა უფლისა ჩუენისასა და აწ მოუჴედ მას კარვად მისა და ჩუენგანთა. |
10:16 |
და წარ-ღა-სდგე წინაშე მისა, ნუ შეშინდებინ გული შენი, არამედ უთხარ მას ყოველი სიტყუათა მაგათ შენთაებრ და გიყოს შენ კეთილი. და გამოარჩიეს მათგანი ასი კაცი და შეავედრეს იგი და შიმუნვარი მისი და მიიყვანნეს იგინი კარავად ჰოლომფორესა. და მირბიოდეს ყოველნი მის ბანაკისანი, რამეთუ მიესმა ყოველსა კრებულსა ამბავი მოსლვისა მისისა. და ვიდრე დგა გარეშე კარავსა ჰოლომფორესსა, უთხრეს მას მისთჳს. |
10:17 |
და იკჳრვებდეს სიკეთესა მისსა, შეიყვანეს და შეიწყნარებდეს სიტყუათა მისთა, რამეთუ იყვნეს კეთილ ფრიად. დაუკჳრდეს ძენი ისრაჱლისანი მის გამო. |
10:18 |
და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელეწიფების შეურაცხის-ყოფად ერისა ამის, რომელთა უსხენ ცოლნი ესევითარნი? არა ჯერ-არს დატევებად მამაკაცი მათგანი ერთიცა; რომელნი დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა. და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ჰოლომფორესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარავსა მისსა. |
10:19 |
და მიწოლილ იყო ჰოლომფორე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ-იყო ძოწეულისაგან და ოქროთა, მარგალიტითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსული. და უთხრეს მას ყოველი მისთჳს, ვითარცა ესმა ივდითისათჳს. გამოვიდა ეზოსა მას კარავისასა ჰოლომფორნე და ლამპარნი ცეცხლისანი წინაუძღოდეს მას. |
10:20 |
და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა, უკჳრდა სიკეთე იგი პირისა მისისა. და ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა. |