კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 3 [BIB - xx] »
3:1 და მიავლინეს მისა მოციქულნი სიტყჳთა მშჳდობისათა და ჰრქუეს.
3:2 აჰა ესერა, ჩუენ მონანი ნაბუქოდონოსორისნი, მეფისა დიდისანი, შენ წინაშე ვართ. მიმსახურენ ჩუენ, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა. ბ.
3:3 აჰა ესერა, საყოფელნი ჩუენნი და ყოველნი ღელენი საიფქლენი სამწყსონი ჩუენნი და მროწეულნი და ყოველნი ბანაკნი აგარაკთა ჩუენთანი წინაშე შენსა არიან. იჴმიენ იგინი, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა, და საყოფელნი ჩუენნი და მკჳდრნი მათ შინა მონანი შენნი არიან. მოვედ და დაიპყრენ იგინი, ვითარცა სათნო არს თუალთა შენთა.
3:4 და იყვნენ ჩუენგანნი ყოველნი წესთა შენთა ზედა.
3:5 ჩუენცა და ძენიცა ჩუენნი მონანი შენნი ვართ.
3:6 მოვედ ჩენდა, მშჳდობისმყოფელო უფალო, და განგჳწესენ მსახურება ჩუენი, ვითარცა სათნო იყოს შენდა. და მივიდეს კაცნი იგი ჰოლომფორესა და უთხრნეს მათ.
3:7 და გარდამოიტრა ზღჳსკიდედ იგი და ერი მისი და მოიცუნა ქალაქნი მაღალნი.
3:8 და წარმოიყვანნა მათგანნი კაცნი ძლიერნი ბრძოლად.
3:9 ხოლო მათ შეიწყნარეს იგი და ყოველი სოფლები მათი
3:10 გჳრგჳნებითა და ბორობნებითა და ბობღნებითა
3:11 დაარღჳნეს ყოველნი საზღვარნი მათნი და მოკაფეს ყოველი სერტყები მათი.
3:12 რამეთუ მოცემულ იყო მისა ბრძანება მოჴოცად ყოველთა კერპთა ქუეყანისათა.
3:13 მხოლოდ ნაბუქოდონოსორს მსახურებდენ ყოველნი ნათესავნი და ყოველნი ერნი და ტომები მათი ხადოდენ მას ღმერთად.
3:14 და მოვიდეს წინაშე პირსა ეზრექოთისასა მახლობელად დოთეასა, რომელ არს წინაშე პრიონსა დიდსა იდუმიასასა.
3:15 და დაიბანაკეს შორის გებეესა საკჳთეპოლისასა, რომელი არს შიბანი. და იყო მუნ თუე ერთ, რათა შეიკრიბოს მუნ ყოველი გუნდი ძლიერებისა მისისა.

© 2010, გია შერვაშიძე