კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 6 [BIB - xx] »
6:1 და ვითარცა დასცხრა შფოთი იგი კაცთა მათ კრებულისა და ჰრქუა ჰოლომფორე, ერისთავმან ასურეთისამან, აქიორს ამანიტელსა წინაშე ყოვლისა მის ერისა უცხოთესლთასა: ვინ ხარ შენ, აქიორ? და ყოველთა მიმართ ძეთა ამონისთა სასყიდლით მორეწეთა ეფრემისათა,
6:2 რამეთუ წინაწარმეტყუელობ ჩუენ შორის, ვითარცა-ესე დღეს და სთქუ: ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათა არა ბრძოთა, რამეთუ ღმერთი მათი შეეწიოს მათ? და ვინ არს ღმერთი, არა თუ ნაბუქოდონოსორ? ამან მოავლინოს ძალი თჳსი და მოსრნეს იგინი პირისაგან ქუეყანისა და ვერ იჴსნნეს იგინი ღმერთმან მათმან,
6:3 არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვსწყჳდნეთ იგინი, ვითარცა ერთი კაცი და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა, რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი და საზღვარნი მათნი დაითრვნეს სისხლითა მათითა და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, რამეთუ არა წინადაგჳდგეს კვალი ფერჴთა მათთა წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ.
6:4 იტყჳს ნაბუქოდთნოსორ მეფე, უფალი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ თქუა და არა განქარდეს სიტყუანი პირისა მისისანი.
6:5 ხოლო შენ, აქიორ, მორეწეო ამონისო, რომელი იტყოდე სიტყუათა მაგათ დღეთა სიცრუისა შენისასა - არღარა იხილო პირი ჩემი ამიერითგან, ვიდრე შური ვიძიო ერისა მისგან ნათესავისა ეგჳპტით გამოსრულისა. და მაშინ განვიდეს მახჳლი ერისა ჩემისა და ერისა მსახურთა ჩემთასა გუერდთა შენთა.
6:6 და დაეცე წყლულებითა მათ თანა, რაჟამს მოვაქციო და კუალად მოგაგონ შენ მონათა ჩემთა მას დღესა შინა მთად კერძო. და დაგდვან შენ ერთსა ქალაქთაგანსა აღსავალთასა და არა წარსწყმდე მუნამდე, ვიდრემდე მოისპო მათ თანა. და უკუეთუ ესავ გულითა შენითა, ვითარმედ ვერ დავიპყრნე, ნუ შეწუხნებინ პირი შენი. ვიტყოდე და არა დავარდენ სიტყუანი ესე ჩემნი.
6:7 და უბრძანა ჰოლომფორე მონათა თჳსთა, რომელ დგეს წინაშე კარავთა მისთა, შეპყრობა აქიორისი და მოყვანებად და მიცემად ბეტულად ჴელთა ძეთა ისრაჱლისათა.
6:8 და შეიპყრეს იგი მონათა მისთა და განიყვანეს იგი გარეშე ბანაკსა მათსა ველად და წარიყვანეს იგი მიერ ველით მთად კერძო და მოვიდეს წყაროებსა მას ზედა, რომელ არიან ქვე კერძო ბედულოასა. და ვითარცა იხილნეს იგინი კაცთა მის ქალაქისათა თხემსა მის მთისასა, აღიღეს საჭურველი მათი და გამოვიდეს გარეშე ქალაქსა თავსა მთისასა. და ყოველმან კაცმან მეშურდულემან დაიპყრეს აღსავალი მათი და ესროდეს ქვითა მათ ზედა.
6:9 და შემოეფარნეს ქუეშე მთასა მას და შეკრეს აქიორ და დაუტევეს იგი მდებარე ქუეშე ძირსა მის მთისასა და წარვიდეს უფლისა თჳსისა.
6:10 და გარდამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქალაქით, მათით და მოვიდეს და განჴსნეს იგი და შეიყვანეს იგი ბეტულად და წარადგინეს იგი მთავართა მის ქალაქისათა, გ
6:11 რომელნი იყვნეს მათ დღეთა შინა. და იყო მაშინ ოზია, ძე მიქასი, ტომისაგან სჳმეონისა, ქაფრი, ძე გოთონიელისი და ქამრი, ძე მელქიელისი.
6:12 და მოუწოდეს ყოველთა მოხუცებულთა ქალაქისათა და შეკრბეს ყოველნი ჭაბუკნი მათნი და დედანი მათნი და ყრმანი შესაკრებელსა მათსა და დაადგინეს აქიორ შორის ერისა მათისა და ჰკითხვიდა მას ოზია, რა-იგი შეემითხჳა მას, და უთხრა აქიორ სიტყუაჲ იგი კრებულისა მის ჰოლომფორესი და ყოველნი სიტყუანი მთავართა მათ ძეთა ასურთა.
6:13 და რაოდენსა იტყოდეს ჰოლომფორე სახლსა ზედა ისრაჱლისასა,
6:14 და თაყუანი-სცეს ღმერთსა და ღაღად-ყვეს და თქუეს:
6:15 უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, გარდამოიხილე ამპარტავანებასა ზედა მათსა და შეიწყალე სიმდაბლე ნათესავისა ჩუენისა და მოხედე პირსა განწმედილთასა შენდად, უფალო, ამას დღესა!
6:16 და ნუგეშინ-სცეს აქიორს და აქებდეს მას ფრიას და თქუეს: რაცა სთნდეს ღმერთსა ჩუენთჳს და შენდაცა იყოს კეთილი.
6:19 და წარიყვანა იგი ოზია კრებულისა მისგან სახიდ თჳსა.
6:20 და ყო სუმა მთხუცებულთათჳს და მღდელთა და ხადოდეს უფალსა ისრაჱლისასა შემწედ მას დღესა ღამე ყოელ.

© 2010, გია შერვაშიძე