კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 12 [BIB - xx] »
12:1 და უბრძანა შეყვანებაჲ მისი, სადა-იგი დაიდებოდა ვეცხლი მისი. და ამცნო დარეცა მისი მუნ. და მისცემდა მას სანოაგეთაგან მისთა და ღჳნისა მისისაგან სუმად.
12:2 და თქუა ივდით: არა ვჭამო მათგანი, არც ვსუა, რათა არა მექმნეს მე საცთურ, არამედ რომელ-ესე მომიღებიეს, მეყოფის მე.
12:3 და ჰრქუა მას ჰოლომფორე: უკუეთუ მოგაკლდეს, რომელ-ეგე გაქუს შენ, ვინათ გცეთ შენ მსგავსი მათი, რამეთუ არავინ არს ჩუენ თანა კაცი ნათესავისაგან შენისა.
12:4 და ჰრქუა მას ივდით: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, რამეთუ არა დაასრულოს მჴევალმან შენმან, რომელი მაქუს ჩემ თანა, ვიდრემდე ყოს ღმერთმან ჴელითა ჩემითა, რომელი-იგი იზრახა. და შეიყვანეს იგი მსახურთა ჰოლომფორესთა კარავად და დაიძინა ვიდრე შუაღამემსე და აღდგა განთიადსა ოდენ საჴუმილავსა.
12:5 და მიავლინა ჰოლომფორესა და თქუა: უბრძანენ უფალმან ჩუენმან მჴევალსა თჳსსა განსლვად სალოცავად.
12:6 და უბრძანა ჰოლომფორე მცველთა მათ თჳსთა არა ყენებად მისა. და იყოფოდა ბანაკსა შინა სამ დღე.
12:7 და განვიდის ღამედ და ღამედ ჴევსა მას ბეტულასასა და იბანებინ წყაროსა მას წყლისასა, ვითარცა წეს იყო ურიათა.
12:8 ვითარცა აღმოვიდის განბანილი, ევედრებინ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რათა წარემართოს მას გზასა მისსა აღსამაღლებელად ძეთა ერისა მისისა ისრაჱლისათა.
12:9 შევიდინ და იყოფინ კარავსა მას შინა, ვიდრე მიიღის საზრდელი მისი მწუხრი.
12:10 და იყო დღესა მას მეოთხესა, და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა ხოლო. და არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონაგებთა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, ჭამად და სმად ჩუენ თანა.
12:11 აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩემისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ. ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკუეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, გამკიცხნეს ჩუენ.
12:12 და განვიდა გაგუა პირისაგან ჰოლომფორნესა და შევიდა მისა და ჰრქუა: ნუუკუე გცონინ მჴევალსა მაგას კეთილსა მოსლვად უფლისა ჩუენისა. რათა იდიდო მის წინაშე და სუა ჩუენ თანა სიხარულით ღჳნო. და იქმნე ჩუენ თანა, ვითარცა ასული ასურასტანელთა დღესა ამას ერთსა, რომელნი წინაშე დგანან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა?
12:13 და ჰრქუა მას ივდით: და ვინ ვარ მე სიტყჳსმგებელ უფლისა ჩემისა?
12:14 რამეთუ ყოველი, რომელი სათნო არს წინაშე თუალთა მისთა, სწრაფით ვყო. და იყოს ესე ჩემდა სიხარულ, ვიდრე დღედმდე სიკუდილისა ჩემისა.
12:15 აღდგა და შეიმოსა სამოსელი მისი და ყოველი სამკაული დედათა. და წარუძღვა მჴევალი იგი თჳსი ჰოლომფორესსა. შევიდა და დაჯდა ივდით.
12:16 და განკრთა გული ჰოლომფორესი მის ზედა და აღიძრა სული მისი და გული უთქმიდა მას ფრიად თანაყოფისა მისთჳს და იმარჯვებდა ჟამსა, რათამცა აცთუნა, რომლითა დღითა იხილა იგი.
12:17 და ჰრქუა მას ჰოლომფორე სუ და იქმენ მხიარულ ჩემ თანა.
12:18 და ჰრქუა ივდით: ვსუა აწ, უფალო ჩემო, რამეთუ განდიდნა ცხორებაჲ ჩემი ჩემ თანა უფროს ყოველთა დღეთა შობისა ჩემისათა.
12:19 მოიღო და ჭამა და სუა მის წინაშე, რომელი-იგი მოუმზადა მჴევალმან მისმან.
12:20 და მხიარულ იქმნა ჰოლომფორე მის ზედა და სუა ღჳნო ფრიადი, რომელ არღარა ესვა სხუასა დღესა ეგოდენი ცხორებასა შინა თჳსსა.

© 2010, გია შერვაშიძე