2:1 |
და წელსა მეთურამეტესა, ოცდაორსა პირველისა მის თთჳსასა იყო სიტყუაჲ სახლსა შინა ნაბოქოდონორორისა, მეფისა ასურასტანისსა, შურისგებად ყოვლისა ქუეყანისა, ვითარცა-იგი იტყოდა. |
2:2 |
და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა. |
2:3 |
და დადვა მათ თანა საიდუმლო ზრახვისა მისისა, და იყო, ვითარცა აღესრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვა პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს, |
2:4 |
რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი. |
2:5 |
და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა. |
2:6 |
ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად იგინი სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა, რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისა ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვყო ესე ყოველი ჴელითა ჩემითა და შენ არა რასა გარდაჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა. |
2:7 |
და გამოვიდა ჰოლომფორე პირისაგან უფლისა თჳსისა და მოუწოდა ყოველთა ძლიერთა და ერისა წინამძღუართა და მთავრობასა ზედა მდგომელთა ერისა ასურეთისათა და აღირაცხა რჩეული კაცი მბრძოლად, ვითარცა უბრძანა მას უფალმან თჳსმან ათორმეტი ბევრი და ორათასი. |
2:8 |
და განაწესნა იგინი ვითარცა სახედ სიმრავლე ბრძოლისა და განწყობისა და მოასხა აქლემი, ჯორი და ვირები, სიმრავლე ფრიადი ჭურჭელთა მათთჳს და ზროხა და ცხოვარი და თხა საზრდელად მათა, რომლისა არა იყო რიცხჳ, |
2:9 |
და საგზალი ყოველსა კაცსა სიმრავლედ, |
2:10 |
ოქრო და ვეცხლი სახლისაგან სამეფოსა მრავალი ფრიად. |
2:11 |
და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინა განსლვად მეფისაგან ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისა მზისა დასავალად კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა და მრავალი ნართევი ერი, თანა გამოერთო მათ სიმრავლე, ვითარცა მკალთა და ვითარცა ქჳშა ზღჳსა და სიმრავლე მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა. |
2:12 |
და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთაილისასა მახლობელად მთასა მას მარცხენით ზენასა კილიკიასა და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ყოველი ეტლები მისი და წარვიდა მიერ მთად კერძო. |
2:13 |
და მოსრნა ფოდელნი და ლუდენი და წარმოტყუენა ყოველნი ძენი რასინისნი და ძენი ისმეილისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირისა უდაბნოსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელკონისასა. |
2:14 |
და გამოვლო ევფრატი ღა განვლო შუამდინარე და დაარღჳნა ქალაქნი მაღალნი ღელით კერძო ნაბრონისა ვიდრე საზღვრადმდე ზღუად დიდად |
2:15 |
და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიასანი და მოსრა ყოველი, რომელნი წინააღუდგენ მას და მოიწია ვირდე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიისასა. |
2:16 |
და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისნი და მოწუა კარავები მათი და წარმოიღო არვეები მათი. |
2:17 |
და შემოვიდა ველად დამასკესა დღეთა მკისა იფქლისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და აგარაკები მათი და სამწყსო და მროწეული მათი მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და ყოველი ჭაბუკი მათი მოსრა პირითა მახჳლისათა. |
2:18 |
და დაეცა შიში და ძრწოლა მისი მკჳდრთა ზღჳსკიდისათა, რომელნი იყვნეს სიდონს და ტჳროსს და დამკჳდრებულთა სურისათა და მიერ კერძო მისა და მკჳდრთა იამნასათა და მკჳდრთა აზოტისათა და გაზას და ასკალონსა შეეშინა მისა ფრიად. |