კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 11 [BIB - xx] »
11:1 და ჰრქუა მას ჰოლომფორე: ნუ გეშინინ, დედაკაცო, კადნიერ იყავ გულითა შენითა, რამეთუ მე არა ვის ბოროტი უყავ კაცსა, რომელმან ინება მონობა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ყოვლისა ქუეყანისა.
11:2 და აწ ერმან შენმან, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა შინა, შეურაცხ-მყო მე. არა აღვიღე ჰოროლი მათ ზედა, არამედ მათ ყვეს თავით თჳსით ესე.
11:3 აწ მითხარ მე, რომლისათჳს ივლტოდე მათგან და მოხუედ ჩემდა, რამეთუ მოსრულ ხარ ცხორებად, ნუ გეშინინ ამას ღამესა, სცხონდე ამიერითგან, რამეთუ არა ვინ გავნოს შენ, არამედ კეთილი გეყოს შენ, ვითარცა კეთილი ეყვის მონათა უფლისა ჩემისა ნაბუქოდონოსორისთა.
11:4 და ჰრქუა მას ივდით: ისმინე მჴევლისა შენისა და იტყოდეს მსახური შენი. და არა გითხრა ნაცილი უფალსა ჩემსა ამას ღამესა. და უკუეთუ შეუდგე სიტყუათა მჴევლისა შენისათა, სრული საქმე ქმნეს შენ თანა ღმერთმან და სრულ-ყოს. ღმერთმან ჴელთა შენთა საქმე დიდი. და არა შესცდეს უფალი ჩემი სლვათაგან თჳსთა, ვიდრე ცოცხალ იყო.
11:5 რამეთუ ცხოველ არს ნაბუქოდონოსორ მეფე ყოვლისა ქუეყანისა და ცხოველ არს ძალი მისი, რომელმან მოგავლინა შენ განგებად ყოვლისა კაცისა, რამეთუ არა მხოლოდ კაცნი შენ ძლით ჰმონებდეს მას, არამედ მჴეცნიცა ველისანი, საცხოვარნი და მფრინველნი ცისანი სიმჴნითა შენითა ცხოვნდებოდიან. და ცნას ნაბუქოდონოსორ და ყოველმან ეზომან მისმან,
11:6 რამეთუ გვასმიეს სიბრძნე შენი და განზრახვა გულისა შენისა, რამეთუ მიეთხრა ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ მარტო უმჯობეს ყოველსა სამეუფოსა მისსა და ძლიერ მცნებითა და საკჳრველ ერისთაობისა ბრძოლისასა
11:7 და აწ, უფალო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდა აქიორ ერსა შორის შენსა, გვესმნეს სიტყუანი იგი მისნი, რამეთუ შეიწყნარეს იგი კაცთა მათ ბეტულასათა და უთხრა მათ, რომელსა იტყოდა შენს წინაშე. ყოველნი სიტყუანი შენნი, რომელთა იტყოდე ამისთჳს, ჴელმწიფეო უფალო. ნუ თანაწარხვალ სიტყუათა მისთა, არამედ დაიდევ იგი გულსა შენსა, რამეთუ ჭეშმარიტ არს,
11:8 რამეთუ ვერვისგან შურ-იგების ნათესავი ჩუენი, არცა ერევის მათ მახჳლი, უკუეთუ არა ცოდონ ღმრთისა მიმართ მათისა
11:9 და აწ რათა არა იყოს უფალი ჩემი გარეშე და უქმ საქმესა ამას, არამედ დაეცეს სიკუდილი მათ ზედა, რამეთუ მოწევნულ არს მათა ცოდვა დიდი, რომლითა განარისხონ ღმერთი მათი, რომელ ქმენ უსჯულოებაჲ,
11:10 რამეთუ მოაკლდა საზრდელი მათ და შეასრულეს მათ სუმად ყოველი წყალი მათი,
11:11 რამეთუ უწყეს ჴელის-შეყოფად საცხოვართა მათთა და ყოველი, რაოდენი ბრძანა ღმერთმან სჯულსა მისსა არა ჭამად მათა, გულს-უც ჭამად.
11:12 და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა. რომელი დაემარხა და წმიდა ეყო მღდელთათჳს, რომელნი დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის-შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისა თჳნიერ მღდელისა ხოლო და არარა მიუძღუანებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რა და ამისთჳსცა მონათა მათ დამკჳდრებულთა აბრძნეს ესე, რომელთა-იგი დააყენეს მუნ მიტევება მოხუცებულთა მიერ. და იყოს, რაჟამს-რა იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად.
11:13 მას დღესა შინა, რომლისათჳს მე, მჴევალსა შენსა, მომეთხრა ღმრთისა მიერ და ვივლტოდე პირისაგან მათისა. და მომავლინა მე ღმერთმან შენდა საქმედ შენ თანა. რომლისათჳს განკრთეს ყოველი ქუეყანა, რაოდენთა ესმეს იგი.
11:14 რამეთუ მჴევალი შენი ღმრთისმსახურ ვარ და ვმსახურებდა მე ღმერთსა ცათასა და ყოვლისა ქუეყანისა უფალსა. და აწ მე შენს წინაშე, უფალო, განვიდოდი ღამედ და ღამედ მჴევალი შენი ჴევსა ამას და ვილოცევდე ღმრთისა მიმართ.
11:15 და მითხრას მე, ოდეს-იგი იქმნეს ცოდვა მათი, მოვიდე და გაუწყო ცოდვა იგი მათი და განხჳდე ყოვლითა ძალითა შენითა და არა ვინ წინა აღგიდგეს შენ მათგანი. და მიგიყვანო შენ შორის ჰურიასტანსა ვიდრე მისლვადმდე წინაშე იერუსალჱმსა და დავდგნე საყდარნი შენნი შორის მათსა. და მოიყვანნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა არნ მწყემსი, და არა განძრას ძაღლმან ენა თჳსი წინაშე შენსა.
11:16 რამეთუ ესე მომეთხრა მე წინასცნობითა ჩემითა განგებითა ღმრთისათა.
11:17 და ვინაითგან განურისხნა მათ ღმერთი, ამისთჳს მოვივლინე თხრობად შენდა
11:18 და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მისნი წინაშე ჰოლომფორესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა, და უკჳრდა სიბრძნე იგი მისი და იტყოდეს:
11:19 არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისათა ვიდრე კიდედმდე მის სიკეთითა პირისათა და გულისხმის-ყოფითა სიტყუათათა.
11:20 და ჰრქუა მას ჰოლომფორე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინამძღურად ერისა, რათა იქმნეს ჴელითა შენითა ძალი, ხოლო შეურაცხის-მყოფელთა უფლისა ჩუენისათა წარწყმედა. და აწ სასტიკი ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა.
11:21 უკუეთუ ეგრე ჰყო, ვითარცა-ეგე იტყოდე, ღმერთი შენი იყოს ჩემდა ღმერთი და შენ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორ მეფისასა სჯდე და იყო შენ სახელოვან უმეტეს ყოველსა ქუეყანასა.

© 2010, გია შერვაშიძე