კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 8 [BIB - xx] »
8:1 და ესმა მათ დღეთა შინა ივდითს, ასულსა მერარისასა, ძისა ოქოზიასა, ძისა იოსეფისსა, ძისა ოზიელისასა, ძისა ელკიასსა, ძისა ანანიასსა, ძისა გედეონისსა, ძისა რაფინისსა, ძისა აქიტობისსა, ძისა ელიესისა, ძისა ქელკიასსა, ძისა ელიაბისსა, ძისა ნათანაელისსა, ძისა სალმელისსა, ძისა სარადაისსა, ძისა სჳმეონისსა, ძისა ისრაჱლისსა.
8:2 და ქმარი მანასე მისვე ტომისა და მისვე მამულისა. და მოკუდა მანასე მკასა ოდენ ქრთილისასა.
8:3 რამეთუ ზედაადგა იგი მომკალთა მჭელეულსა ველსა ზედა, სიცხემან დააცხო თავსა მისსა და დაწვა ცხედარსა მისსა ზედა და მოკუდა ბეტულსა, ქალაქსა თჳსსა. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ველსა მას შინა მახლობელად დოთაიმსა, ბალასონისა.
8:4 და იყო ივდით სახლსა შინა თჳსსა ქვრივ სამ წელ და ექუს თუე.
8:5 და იქმნა კარავი ერდოსა ზედა სახლისა თჳსისასა. და შეიმოსა წელთა მისთა ძაძა. და ემოსა მას სამოსელი ქურიობისა.
8:6 და იმარხვიდა იგი დღე ყოველ ქურიობასა თჳსსა თჳნიერ შაბათსა და თვისთავთა და დღესასწაულთა და დღეთა სიხარულისათა და საჴსენებელთა სახლისა ისრაჱლისათა.
8:7 და იყო კეთილი ხილვითა და შვენიერ პირითა ფრიად დაბრძენებულითა და სახიერ გონებითა და მდიდარ ფრიად. დაუტევა მას მანასე, ქმარმან მისმან, ოქრო და ვეცხლი, მონები და მჴევლები, და საცხოვარი და აგარაკები. და იყო მათ ზედა დადგომილ.
8:8 და არავის ესმინა მათთჳს სიტყუაჲ ბოროტი, რამეთუ მოშიშ იყო ღმრთისა ფრიად.
8:9 და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესევითარნი ერისანი მთავრისა მიმართ, რამეთუ სულმოკლე იქმნეს წყლისა ნაკლულევანებითა, და ესმეს ივდითს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა ოზია ერისა მიმართ და ვითარიგი ეფუცა მათ, ვითარმედ განსცეს ქალაქი შემდგომად ხუთისა დღისა ასურასტანელთა მათ. და მიავლინა შიმუნვარი თჳსი, რომელი ზედამდგომი იყო და მოღუაწე ყოველთა მონაგებთა მისთა, და მოუწოდა ოზიას მღდელსა და ქაბრის და ქარმის, მოხუცებულთა ყოველთა ქალაქისა მისისათა. ბ
8:10 და მოვიდეს მისა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ დამკჳდრებულთა ბეტულასთა, რამეთუ არა სამართალ არს სიტყუაჲ ეგე თქუენი, რომელსა იტყოდეთ წინაშე ერისა. დაამტკიცეთ ფიცით, რომელსა-იგი იტყოდეთ წინაშე ღმრთისა შორის თქუენსა და თქჳთ გაცემა ქალაქისა ღმრთისა ჩუენისა მტერთა ჩუენთა, უკუეთუ არა, მათ შინა მოაქციოს თქუენდა ღმერთმან შეწევნა.
8:11 და აწ ვინ ხართ თქუენ, ვითარცა განსცადოთ უფალი ღმერთი თქუენი ისრაჱლისა, რამეთუ დაამტკიცეთ სიტყუაჲ ღმრთისა შორის ძეთა კაცთასა?
8:12 და აწ უფალსა ყოვლისა მპყრობელსა გამოსცდით და არა სცნათ ვიდრე უკუნისამდე,
8:13 რამეთუ სიღრმე გულისა კაცისა ვერ სცნით და სიტყუასა გონებისა მისისასა ვერ ეწივნით. და ვითარ ღმრთისა გონებასა მისწუდეთ, რამეთუ შექმნა ესე ყოველი? მან იცის, რა-იგი უზრახავს თქუენთჳს, და გონებაჲ მისი სცნათ და ზრახვანი გამოიცადნეთ? ნუსადა, ძმანო, ნუსადა განარისხებთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
8:14 უკუეთუ არა უნდეს ხუთთა ამათ დღეთა შეწევნად ჩუენდა, მას ჴელეწიფების ნეფსით თჳსით, და-ღა-თუ დამიფარნეს ჩუენ, რომელთა შინა უნდეს დღეთა, მან იცის, და-ღა-თუ მოგუწყჳდნეს წინაშე მტერთა ჩუენთა. მასვე აქუს ჴელმწიფება და ვინმე ჰრქუას მას: რა ესე ყავა?
8:15 არამედ თქუენ ნუ გამოსცდით ზრახვასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს ღმერთი, ვითარცა აბრალა, არა თუ ვითარცა ძე კაცისა, ვითარცა შეურაცხ-ვინმე-ყო იგი.
8:16 ამისთჳს მოელოდეთ მის მიერ ცხორებასა. ხადოდით მას შემწედ ჩუენდა და ისმინოს ჴმისა ჩუენისა, უკუეთუ სათნო არს მისა.
8:17 რამეთუ არა აღდგომილ არს ნათესავთა შორის ჩუენთა, არცა არს დღევანდელსა ამას დღესა არცა ტომი, არცა მამული, არცა კრებული, არცა ქალაქი ჩუენბანი, რომელიმცა თაყუანი-სცემდა კერპთა ჴელით ქმნილთა.
8:18 ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ პირველთა, რომლისა ბრალისათჳს მიეცნეს მამანი ჩუენნი ბაბილონელთა მახჳლსა და მიმოტაცებასა სამეოცდაათ წელ, და დაეცნეს დაცემითა დიდითა წინაშე მტერთა მათთა.
8:19 ხოლო ჩუენ ღმერთი სხუაჲ არა ვიცით მისა გარეშე, რომლისათჳს ვესავთ, ვითარმედ არა უგულებელს-გუყვნეს ჩუენ, არცა განმაშოროს მაცხოვარებაჲ მისი და წყალობაჲ მისი ჩუენგან.
8:20 და არცა ნათესავისა ჩუენისაგან, რამეთუ მოცემასა ჩუენდა ეგრევე ეგოს იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველი ქუეყანა დამტკიცნეს. და წარმოჩნდეს სიწმიდე ჩუენი და გამოიძიოს უფალმან შეგინებისათჳს მათისა სისხლისაგან მათისა და მოწყუედისათჳს მამათა ჩუენთასა და ქუეყანისა მისთჳს ჩუენისა, მოოჴრებისათჳს სამკჳდრებელისა ჩუენისა. და მოაქციოს. ჩუენდავე წარმართთა შორის, სადა-იგი ვმონებდით მათ და ვიყვენით ჩუენ შეკრებილ და საყუედრელ წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა ჩუენთა, რამეთუ არა წარემართოს მონებაჲ ჩუენი მადლად, არამედ გინებულად დადვას იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
8:21 და აწ, ძმანო, უჩუენოთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ ჩუენდა გამოკიდებულ არიან სულნი მათნი, სიწმიდე და ტაძარი და საკურთხეველი დამტკიცებულ არს ჩუენ შორის. ამის ყოვლისათჳს მადლი მივსცეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი გამოგუცდის ჩუენ, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა.
8:22 მოიჴსენეთ, რაოდენი უყო მამასა ჩუენსა აბრაჰამს და რაოდენგზის განიცადა და ღმრთისმოყუარე იქმნა.
8:23 ეგრეთვე ისაკი და იაკობი და მოსე და ყოველნივე, რომელნი შეესაკუთრეს ღმერთსა, რომელთა მოითმინეს ტანჯვანი მრავალნი და სარწმუნო იქმნეს.
8:26 ხოლო ჩუენ არა შურისგებითა, არამედ სასწავლელად გუტანჯავს უფალი მახლობელთა მისთა, რომელი-იგი არს კურთხეულ და ქებულ ყოველსა ჟამსა საუკუნოდ, ამენ.
8:27 მწუხარებითა შევსტიროდეთ უფალსა და ვთქუათ: ვითარცა არს ნებაჲ შენი, ეგრეთვე გვეყავნ წყალობაჲ შენი, რამეთუ ვითარცა შემუსრავს გულთა ჩუენთა ამპარტავანებაჲ მათი, ეგრეთვე სიმდაბლითა ვიქადით
8:28 და ჰრქუა მას ოზია: ყოველი, რომელი სთქუა გულითა სახიერითა, იტყოდე. და არა ვინ არს, რომელი წინააღუდგეს სიტყუასა შენსა, რამეთუ არა ხოლო დღეს სიბრძნე შენი ცხად არს, არამედ პირველითგან იცის ყოველმან ერმან გულისხმის-ყოფა შენი, რამეთუ კეთილ არს ქმნილება გულისა შენისა, არამედ ერსა ამას შეეწყურა ფრიად და გუაიძულეს სიტყუად, ვითარცა-იგი ვეტყოდე მათ, და მოაწიეს ჩუენ ზედა ფიცი, რომელსა ვერ გარდავჴედით.
8:29 აწ ევედრე ჩუენთჳს, რამეთუ დედაკაცი ღმრთისმსახური ხარ, და მოავლინოს უფალმან წჳმა, რათა აღივსნენ ჯურღმულნი ჩუენნი და აღარა მოაკლდეს.
8:30 და ჰრქვა მათ ივდით: ისმინეთ ჩემი და ვყოთ საქმე სიბრძნისა, რომელი არს ღმრთისაგან, მიეთხრობოდეს თესლით თესლამდე ძეთა ნათესავისა ჩუენისათა.
8:31 და რა-იგი მნებავს საქმნელად, განიგულეთ, უკუეთუ იყოს ღმრთისა მიერ და ევედრენით, რათა დაამტკიცოს უფალმან განზრახვა ჩემი.
8:32 და თქუენ სდგეთ ბჭეთა ზედა ამას დღესა და ღამესა. და განვიდე მე შიმუნვარისა ჩემისა თანა და შემდგომად დღეთა მათ, რომელთა სთქუთ მიცემად ქალაქი ესე მტერთა, მოხედვა-ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა ზედა ჴელითა ჩემითა.
8:33 ხოლო თქუენ ნუ გამოიკითხავთ საქმეთა ჩემთა, რამეთუ არა გითხრა შენ, ვიდრე იქმნეს და აღესრულოს. რომელი-იგი მე ვყო.
8:34 და ჰრქუა მას ოზია და მთავართა მათ: ვიდოდე მშჳდობით, უფალი ღმერთი ისრაჱლისა ჩუენ თანა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა. და მოიქცეს კარვისა მისისაგან და წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილსა განწესებულსა თჳსსა.

© 2010, გია შერვაშიძე