კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 7 [BIB - xx] »
7:1 ხვალისაგან უბრძანა ჰოლომფორე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყუნეს შემწედ მისა აღსლვად ბეტულად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.
7:2 და აღჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და ძალი მათი კაცთა ძლიერთა მბრძოლთა მკჳრცხლი ასსამოცდაათი ათასი და მჴედართა ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყენეს მათ შორის თანამავალი სიმრავლე ფრიად.
7:3 დაიბანაკეს ღელესა მას მახლობელად ბეტულისა, წყაროსა ზედა, განეფინნეს სივრცედ დოთაიმად კერძო ვიდრე ბალმანადმდე და სიგრძე ბეტულად ვიდრე კეემონადმდე, რომელ არს წინაშე ეზრექუნსა.
7:4 ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს სიმრავლე იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აჴოცონ მათ პირი ყოვლისა ქუეყანისა, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს მათსა დიდსა სიმრავლესა.
7:5 და აღიღეს ძეთა ისრაჱლისათა, კაცად-კაცადმან, ჭურჭელი საბრძოლი თჳსი და აღაგზნეს ცეცხლი გოდლებსა ზღუდეთა მთათასა, დადგეს და სცვიდეს ღამე ყოელ.
7:6 მეორესა დღესა გამოიყვანა ჰოლომფორნე ყოველი მჴედარი თჳსი წინაშე პირსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს ბეტულას.
7:7 და მოიხილნა აღსავალნი იგი მის მთისანი და ქალაქისა მათისანი. და წყალნი იგი წყაროთანი მოვლნეს და დაიპყრნეს იგინი. და დაადგინნეს მათ ზედა ბანაკები კაცთა მბრძოლთა და თჳთ იგიცა აღემჴედრა ერსა თჳსსა ზედა.
7:8 და მოუჴდეს მას ყოველნი მთავარნი, ძენი ამონისნი, და ყოველნი ერნი და წინამძღუარნი ერისა მოაბისნი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს:
7:9 ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან და შეუბრძოლელად დავიპყრათ, რამეთუ ღაადგინენ მცველნი წყაროთა წყალთასა, რათა ვერღარა სვან. და იძლივნენ იგინი და უმახჳლოდ მოისრნენ. და ნანდვილვე შეიწრებულთა მოგცენ ქალაქი მათი, რომელ დაშენებულ არნ მთათა ზედა მაღალთა და ესვენ სიმაგრესა მათსა.
7:10 და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ჰოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა. და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი იტყოდეს და წარიტრა ბანაკი ძეთა ამონისთა და დაადგინა ას-ასეულად.
7:11 და მოაკლდა მკჳდრთაგან ბეტულისთა ყოველი სარწყული წყალთა და ჯურღმულნი მათნი მოცალიერდებოდეს. და არა აქუნდა სასუმელად წყალი მრავალ დღე, რამეთუ საწყაულით მიეცემოდა მათ სუმად.
7:12 და სულმოკლე იქმნა ერი იგი და ჩჳლნი მათნი და ცოლნი მათნი და ჭაბუკნი მათნი მოაკლდეს წყურილითა და დაეცნეს უბანთა ზედა ქალაქისათა და განსულასა ბჭეთასა. და არღარა იყო ძალი მათ თანა. და შეკრბა ყოველი იგი ერი ოზიასა და მთავართა მათ ქალაქისათა: ჭაბუკნი, დედანი და ყრმანი, ღაღადებდეს ჴმითა დიდითა წინაშე ყოველთა მოხუცებულთა და თქუეს:
7:13 საჯენ ღმერთმან შორის ჩუენსა და შორის თქუენსა, რამეთუ ყავთ უსამართლო დიდი, რამეთუ არა ვეტყოდეთ მშჳდობით ძეთა მიმართ ასურთასა.
7:14 და აწ არა ვინ არს მწე ჩუენდა, არამედ მიგუცნა ჩუენ ღმერთმან ჴელთა მათთა დაცემად ჩუენდა წინაშე მათსა წყურილითა და წარწყმედითა დიდითა.
7:15 და აწ მოუვლინეთ მათ ყოველი ესე ქალაქი ტყვედ ერისა ჰოლომფორნესისა და ყოველსა ძალსა მისსა,
7:16 რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, ვიყუნეთ მათ აღსაჭრელ, ვიდრე ესრეთ წარწყმედასა და ვიყვნეთ მათ მონად და მჴევლად და ცხოვნდეს სული ჩუენი და ვიხილოთ სიკუდილი ჩჳლთა ჩუენთა წინაშე თუალთა ჩუენთა და ცოლთა ჩუენთა და მოკლებაჲ სულთა მათთა.
7:17 გიწამებთ თქუენ ცასა და ქუეყანასა, ღმერთსა ჩუენსა და უფალსა მამათა ჩუენთასა, რომელმან შური იძიოს სულთა ჩუენთათჳს ცოდვათაებრ მამათა ჩუენთასა, რათა არა იყოს სიტყუათა მათთაებრ დღენდელსა ამას დღესა.
7:18 და იყო ტირილი და გოდებაჲ დიდი შორის კრებულსა მას ყოველთა ერთბამად და ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, ჴმითა დიდითა:
7:19 ვსცოდეთ მამათა ჩუენთაებრ და უსამართლო ვყავთ და შევსცეთით.
7:20 შენ, რომელი მოწყალე ხარ, შეგჳწყალენ ჩუენ, ტანჯვითა შენითა ტანჯენ თავჴედობანი ჩუენნი და ერი ესე, რომელნი აღგიარებენ შენ, ნუ გნებავნ მიცემად ჴელთა მათთა, რომელთა არა გიციან შენ.
7:21 ამისთჳს, რათა არა ითქუას წარმართთა შორის: სადა არს ღმერთი მათი?
7:22 ხოლო დამაშურალნი ღაღადებითა და გოდებითა უსუსურქმნილნი დადუმნეს.
7:23 და ჰრქუა მათ ოზია: ნუ გეშინინ, ძმანო, და-ღა-ვითმინოთ მერმე ხუთ დღე ოდენ, ვიდრე მოგუცეს ჩუენ ღმერთმან ჩუენმან წყალობაჲ მისი ჩუენ ზედა.
7:24 რამეთუ არა დაგჳტევნეს ჩუენ სრულიად.
7:25 უკუეთუ წარჴდენ დღენი ესე და არა ვინ იყოს ჩუენ ზედა, შეწევნა-ვყოთ მაშინ სიტყუათა თქუენთაებრ. და განაბნია ერი თჳსი ბანაკად კაცად-კაცადი ზღუდეთა გოდლებსა ქალაქისასა წარსლვად. ცოლნი და შვილნი მათნი წარავლინნა სახლთა მათსა და იყვნეს სიმდაბლესა შინა დიდსა ქალაქსა შინა.

© 2010, გია შერვაშიძე