კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 13 [BIB - xx] »
13:1 და ვითარცა შემწუხრდა, ისწრაფეს მონათა მათ წარსლვად ადგილად თჳსად და ბაგუა შეაჴშა კარნი კარავთანი გარეგნით და წარავლინნა წინაშემდგომელნი პირისაგან უფლისა თჳსისა,
13:2 რამეთუ ყოველნი დამაშურალ იყვნეს და დამთვრალ ამისთჳს, რამეთუ მყოვარ იყო სმა იგი.
13:3 და დაშთა ივდით მხოლო ჰოლომფორესა თანა კარავთა შინა
13:4 ხოლო ჰოლომფორე დავრდომილი იდვა ცხედარსა ზედა თჳსსა, ვინათგან გარდარეოდა ღჳნო.
13:5 და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რათა დადგეს გარეშე სასუენებელისა და სცვიდეს გამოსლვასა მისსა, რათა არა ვინ იყოს შორის მათსა, ვითარცა-იგი ყვის დღითი დღედ. და ვითარცა განვიდა, თქუა ლოცვა და ბაგუას ეტყოდა სიტყუათა მათვე.
13:6 და წარვიდეს ყოველნი და არა ვინ დაშთა სასუენებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე. და ივდით დგა ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა შინა თჳსსა: უფალო ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას ჴელთა ჩემთა აღსამაღლებელად იერუსალჱმისათჳს,
13:7 რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისა სამკჳდრებელისა შენისა და საქმისა ამის განზრახვისა ჩემისა, მოსრვად მტერთა ჩემთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა. განმაძლიერე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!
13:8 და მოუჴდა ფიცარსა ცხედრისასა თავით კერძო ჰოლომფორესა, აღმოჴადა საბარკალი მისი მისგან და მიეახლა ცხედარსა მას.
13:9 და უპყრნა თმანი თავისა მისისანი და თქუა: განმამტკიცე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა.
13:10 და სცა ორგზის ყელსა მისსა ძალითა თჳსითა და მოჰკუეთა თავი მისი.
13:11 და გარდააგორვა გუამი მისი სარეცელისაბან და გარდამოიღო სამუმლე იგი სუეტთა მათგან. და ამისა შემდგომად გამოვიდა და მისცა თავი ჰოლომფორნესი შიმუნვარსა თჳსსა.
13:12 და შთადვა იგი მახალსა მას სასაგზლესა და გამოვიდეს ორნივე ზოგად, ვითარცა ჩვეულება აქუნდათ ლოცვისათჳს და განვლეს ბანაკი იგი და აღვიდეს მთასა მას ბეტულასასა.
13:13 და მოიწინეს ბჭეთა მის ქალაქისათა და ჰრქვა ივდით შორითვე მჴუმილავთა მათ ბჭისათა: განმიხუენით, განმიხუეუით მე ბჭენი, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოსღა ძლიერებაჲ ისრაჱლისა შორის და შემუსრვა მტერთა ჩუენთა, ვითარცა ყო დღეს.
13:14 ესმა კაცთა მათ ქალაქისათა ჴმაჲ მისი, ისწრაფეს გარდამოსლვად ბჭეთა ქალაქისათა და მოუწოდეს მღდელთა მოხუცებულთა ქალაქისათა.
13:15 და მორბიოდეს ყოველნი მცირითგან დიდადმდე, რამეთუ საკჳრველუჩნდა მათ მოსლვა იგი მისი და განუხუნეს მათ ბჭენი და შეიყვანნეს იგინი.
13:16 და აღაგზნეს ცეცხლი სანთლად და გარემოადგეს მათ.
13:17 და თქუა ივდით ჴმითა დიდითა: ძენო ისრაჱლისანო, აქებდით ღმერთსა,
13:18 რომელმან არა განიშორა წყალობაჲ მისი სახლისაგან ისრაჱლისა, არამედ მოსრნა მტერნი ჩუენნი ჴელითა ჩემითა ამას ღამესა.
13:19 და აღმოიღო თავი იგი ჰოლომფორესი მახლისა მისგან, უჩუენა მათ და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ჰოლომფორესი, ერისთავისა ერისა ასურთასა, და აჰა, სამუმლე იგი მისი, რომელსა ქვეშე წვა მთურალი. და მოკლა იგი უფალმან ღმერთმან ჴელითა დედაკაცისათა.
13:20 და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა ანგელოზისა მისისა მიერ და წარმავლინა მუნ, და დამიფარა მუნ და მომაქცია აქავე. და არა მოუშვა უფალმან შებილწებად მჴევლისა თჳსისა და უცოდველად ვღაღადებ და ვიხარებ ძლევასა მისსა ზედა და განრინებასა ჩემსა და ჴსნასა თქუენსა.
13:21 აქებდით მას ყოველნი, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
13:22 და განუკჳრდა ფრიად ყოველსა მას ერსა და მუჴლნი მოუდრიკნეს და თაყუანი-სცეს ღმერთსა და თქუეს ერთბამად ყოველთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელმან შეურაცხ-ჰყვენ დღევანდელსა ამას დღესა მტერნი ერისა შენისანი ჴელითა ქალისათა.
13:23 და ჰრქუა ოზია ივდითს: კურთხეულ ხარ, ასულო, ღმრთისა მიერ მაღლისა უფროს ყოველთა დედათა ქუეყანისათა.
13:24 და კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან წარგიმართა შენ წყლვად მთავრისა თჳსისა მტერისა ჩუენისა.
13:25 რამეთუ არა მოაკლდეს სახელი შენი გულთა კაცთასა და მოიჴსენებდენ ძალსა ღმრთისასა ვიდრე უკუნისამდე. და იყავნ შენდა იგი სიმაღლედ საუკუნოდ მოხედვად შენდა კეთილითა ამისთჳს, რამეთუ არა ჰრიდე სულსაცა შენსა სიმდაბლისათჳს ნათესავისა ჩუენისა, არამედ განხვედ დაცემისა ჩუენისათჳს. სიწრფოებით ხჳდოდე წინაშე ღმრთისა ჩუენისა
13:26 და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!

© 2010, გია შერვაშიძე