კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 15 [BIB - xx] »
15:1 და ვითარცა ესმა ბანაკსა მას, რომელნი იყვნეს კარვებსა, განუკჳრდა საქმესა მას ზედა.
15:2 და დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლა, არავინ იყო კაცი მდგომ წინაშე პირსა მოყუსისასა,
15:3 არამედ განიბნივნეს ერთბამად და ივლტოდეს ყოველსა მას გზებსა ველისასა და მთასა, რომელნი დაბანაკებულ იყვნეს მთასა მას
15:4 გარემო ბეტულასასა, აღიძრნეს სივლტოლად. და მაშინ ძენი ისრაჱლისანი. ყოველი კაცი მებრძოლი მათგანი განეფინნეს მათ ზედა დევნად.
15:5 წარავლინნა ოზია მოციქულნი ბეტომათემად და აბელმაემად და ქობად და კოლად და ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა, რათა უთხრან ყოველი, რომელი იქმნა, რათა ყოველნი გამოეფინნენ მტერთა მათ თანა მოსრვად მათად.
15:6 და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, გამოეფინნეს მათ ზედა ყოველნი ერთბამად და მიეტევებოდეს მათ, მოსრვიდეს დიდად ფრიად სოფლებსა ვიდრე ქობადმდე. ეგრეთვე იერუსალჱმელნი მოიწივნეს და ყოველთა მათგან მიერ კერძოთა მთათა, რამეთუ მიუთხრეს მათ, რა-იგი იქმნა ბანაკსა მტერთა მათთასა და რომელნი იყვნეს გალადს, უმეტეს განძლიერდებოდეს მათ ზედა და რომელნი იყვნეს გალილიას, დევნა უყვეს მას. და იყო ასურასტანელთა მათ ზედა წყლულებაჲ დიდი, ვიდრე თანაწარჴდეს დამასკეს და საზღვართა მისთა.
15:7 ხოლო სხუანი იგი დამკჳდრებულნი ბეტულასნი დაესხნეს ბანაკსა მას ასურთასა და წარმოტყუენვეს იგინი და განმდიდრდეს.
15:8 და ძეთა ისრაჱლისათა მოაქციეს მოწყუედისაგან და ერეოდეს ყოველთა ნეშტთა, და ქალაქები და დაბნები ყოველთა ვაკეთა გარდამოჴდეს და აღიჭრნეს მრავალნი ნატყუენავი, რამეთუ იყო სიმრავლე დიდ ფრიად.
15:9 და მოვიდა იოვაკიმ მღდელი და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალჱმს. ყოველნივე მოიწივნეს ხილვად კეთილთა, რომელი უყო უფალმან ისრაჱლსა და ივდითის სიტყუად მშჳდობისა.
15:10 და ვითარცა მოვიდეს და აკურთხეს ყოველთა ერთბამად და ჰრქუეს მას: შენ ხარ სიმაღლე იერუსალჱმისა, შენ ხარ სიხარული ისრაჱლისა, შენ ხარ სიქადული ნათესავისა ჩუენისა.
15:11 რომელნი ჰქმენ ჴელითა შენითა და ჰყავ კეთილი ისრაჱლისა თანა და სათნო-ყო ღმერთმან მათ ზედა. კურთხეულ იყავ შენ ყოვლისა მპყრობელისა მიერ უფლისა უკუნისამდე ჟამთა.
15:12 და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!
15:13 და კარვად აღიჭრიდა ერი იგი ბანაკსა ასურთასა ოცდაათ დღე. და მისცეს ივდითსა კარავი ჰოლომფორესი და ყოველი ვეცხლი და ცხედრები და საგებელი მისი და სამოსელი მისი. მოიღო მან და აჰკიდა ჯორებსა თჳსსა და აღაგო იგი ურმებსა თჳსსა და მოიღო იგი ყოველი მათგან.
15:14 და ისწრაფდეს ყოველნი დედანი ისრაჱლისანი ხილვად მისა და კურთხევად მისა და ყვეს მის თანა მძნობარი მისთჳს მათგანი და მოიღეს მორჩი ხეთა და მისცეს ჴელთა მისთა და მისცეს მის თანათაცა დედათა გჳრგჳნები ზეთისხილისა და უპირობდა ყოველსა ერსა ძნობით წინამძღვარად ყოველთა დედათა.
15:15 და შეუდგა ყოველი კაცი ისრაჱლისა შეჭურვილნი და გჳრგჳნოსანნი, გალობდეს პირითა მათითა.

© 2010, გია შერვაშიძე