კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 16 [BIB - xx] »
16:1 და უპირობდა ივდით აღსარებითა მით ყოველსა ისრაჱლსა და მიუგებდა ყოველი ერი ქებასა მას.
16:2 და იტყოდა ივდით: აქებდით ღმერთსა ჩემსა ბობღნითა, უგალობდით უფალსა ჴმითა წინწილისათა აღრთულითა, ფსალმუნითა ახლითა უგალობდით მას, აღამალებდით და ხადოდით სახელსა მისსა.
16:3 რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა
16:4 ბანაკი მათი შორის ერსა თჳსსა და მიჴსნა მე ჴელთაგან მდევართა ჩემთასა,
16:5 რამეთუ მოვიდა ასური მთავართაგან ჩრდილოსათა ბევრეულითა ერითა. რომლისა სიმრავლემან დაჴშნა ჴევნი, დააშრნა წყალნი, და ცხენმან მათმან დაფარნა ბორცუნი.
16:6 და თქუა მოწვა საზღვართა ჩემთა და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვა მახჳლითა და მწოვართა ჩემთა დახეთქებაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარტყუენვად.
16:7 უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან შეურაცხ-ყვნა ჴელითა ქალისათა და სირცხჳლეულ-ყუნა იგინი,
16:8 რამეთუ არა დაეცა ძლიერი მათი ჭაბუკთაგან, არცა ძეთა ტიტანელთაგან მოიკლა, არცა ასაკგრძელთა გმირთა დასცეს, არამედ ივდით, ასულმან მერარისამან, სიკეთითა პირისა მისისათა დაჴსნა იგი,
16:9 რამეთუ განიძარცვა სამოსელი ქურიობისა მისისა აღსამაღლებლად შრომათა ისრაჱლისათა.
16:10 იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი და შეითხზნა თმანი მისნი საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისა საცთურად მისა.
16:11 სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი და სიკეთემან მისმან წარტყუენა სული მისი და განვიდა საბარკალი ქედსა მისსა.
16:12 შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა ყოველი ბანაკი ასურასტანელთა და დაეცნეს.
16:13 მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა და შეეშინა უძლურთა ჭირსა ჩემსა და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მართლუკუნიქცეს მტერნი ჩემნი.
16:14 ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და ვითარცა ყრმათა მეოტთა დასწყლვიდეს მათ; წარწყმდეს წყლულებისაგან უფლისა ჩემისა.
16:15 უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა:
16:16 უფალო, უფალო, დიდ ხარ ძალითა და დიდებულ საკჳრველებითა!
16:17 შენ გმონებდეთ ყოველნი დიდებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და იქმნნეს ესრეთ, მოავლინენ სიტყუაჲ შენი და აღაშენენ.
16:18 და კლდენი წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცჳლნი, დადნენ, მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო, რამეთუ მცირე არს ყოველი მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა და უმრწემეს არს ყოველი ცმელი შესაწირავად შენდა.
16:19 ხოლო მოშიში უფლისა დიდ არს მარადის.
16:20 ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩუენთა ზედა, უფალმან ყოვლისა მპყრობელმან დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და მოხედვა-ყოს მათ ზედა.
16:21 და მოსცეს ცეცხლი და მატლი ჴორცთა მათთა და ტიროდიან ტკივილითა მათითა მარადის უკუნისამდე.
16:22 და ვითარცა მოვიდეს იერუსალჱმდ და თაყუანის-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიარა ერი იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს ნამსხუერპლები მათი უფლისა და აღნათქვემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი მათნი.
16:23 და მისცა ივდით ყოველი ჭურჭელი ჰოლომფორესი, რაოდენი მისცა ერმან და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა, შესაწირავად უფლისა მისცა.
16:24 და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალჱმს წინაშე სიწმიდეთა სამ თვე, ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით.
16:25 და შემდგომად მათ დღეთა აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი სამკჳდრებელად, თჳსა, ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფოდა სახლსა შინა მისსა.
16:26 და მიერ ჟამითგან იყო სახელი მისი დიდებულ ყოველსა ქუეყანასა.
16:27 და მრავალნი ნატრიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინა დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა.
16:28 და წარემატებოდა და დიდებულ იქმნეოდა დღითი დღე და დაბერდა სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა, ცხონდა ასდახუთ წელ და განუტევა შიმუნვარი იგი თავისუფლად და მოკუდა ბეტულსა შინა და დაფლეს საფლავსა მანასესსა, ქმრისა მისისასა.
16:29 და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა.
16:30 და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე.
16:31 ხოლო ესე ძლევისა დღე დღესასწაულად დაიდვა ურიათა შორის და რიცხუთა წმიდათასა შინა აღწერილ არს ურიათაგან დამარხვით ვიდრე დღეინდელად დღემდე.

© 2010, გია შერვაშიძე