კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ივდითი »
ივდითი 1
ივდითი 2
ივდითი 3
ივდითი 4
ივდითი 5
ივდითი 6
ივდითი 7
ივდითი 8
ივდითი 9
ივდითი 10
ივდითი 11
ივდითი 12
ივდითი 13
ივდითი 14
ივდითი 15
ივდითი 16

« ივდითი 14 [BIB - xx] »
14:1 და ჰრქუა ივდით: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და მიიღეთ თავი ესე, დამოჰკიდეთ არდაბაგსა ზღუდისა თქუენისასა.
14:2 და იყოს, ოდეს განთენდეს ცისკარი და გამოვიდეს მზე ქუეყანად, აღიღენ კაცად-კაცადმან თქუენმან საჭურველი საბრძოლო თჳსი და განვედით ყოველი კაცი ძლიერი გარეშე ქალაქსა და დაადგინეთ ერისთავი მას ზედა, რეცა თუ გარდახვალთ ველად მჴუმილად მათ ძეთა ასურთასა, და ნუ გარდახვალთ.
14:3 და აღიღონ საჭურველი თჳსი და მივიდოდიან ბანაკად მათა და აღადგინებდენ ერისთავთა ძლიერებისა ასურთასა და მირბიოდიან კარავად ჰოლომფორესა და არა პოვონ იგი.
14:4 და დაეცეს მათ ზედა შიში დიდი და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა.
14:5 და შეუდეგით თქუენ და ყოველნი მკჳდრნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათანი და დარეცენით იგინი გზათა ზედა მათთა. და ვიდრე ყოფადმდე ამისა მომიწოდეთ მე აქიორს ამანიტელსა, რათა იხილოს და იცნას ესე, რომელმან შეურაცხ-ყო სახლი ისრაჱლისა და იგი ვითარცა სასიკუდინე მოავლინა ჩუენდა. და მოიყვანეს აქიორ სახლისაგან ოზიასა. და ვითარცა მოვიდა, იხილა თავი ჰოლომფორესი ჴელთა ერთისა კაცისათა შორის კრებულისა მის ერისა. დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დაითხია მიწასა ზედა სული მისი. და ვითარცა აღადგინეს იგი, შეუვრდა ფერჴთა ივდითისათა და თაყუანი-სცა პირსა წინაშე მისა და ჰრქვა მას: კურთხეულ ხარ შენ ყოველთა შორის საყოფელთა იოსებისათა, იუდასთა და ყოველთა შორის ნათესავთა ეფრემისათა, რამეთუ რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სირცხჳლმან შეიპყრნეს იგინი, ხოლო აწ გჳთხარ, რაოდენი ჰყავ დღეთა ამათ შინა. და უთხრა მას ივდით შორის ერისა მის ყოველი, რა-იგი ქმნა, ვინათ დღითგან განვიდა და ვიდრე ეტყოდა სიტყუათა ამათ. და ვითარცა დასცხრა სიტყვათა მათგან, ღაღად-ყო ერმან ჴმითა დიდითა და ყვეს ჴმაჲ სიხარულისა ქალაქსა მათსა.
14:6 და ვითარცა იხილა აქიორ ყოველივე, რაოდენი უყო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა, ჰრწმენა ღმერთი და წინადაეცვითა ჴორცი წინადაცვეთილებისა მისისა. და შეეშინა სახლსა ისრაჱლისასა ვიდრე დღენდელად დღემდე.
14:7 და იყო, ვითარცა ცისკარი აღმოვიდენ, დამოჰკიდეს თავი ჰოლომფორესი ზღუდესა ზედა. და აღიღო ყოველმან კაცმან საჭურველი თჳსი და აღვიდეს გუნდად და გუნდად აღსავალსა მას მთისასა. ხოლო ძეთა ასურთა ვითარცა იხილეს იგინი, მიმოავლინეს მთავართა მათთა ერისთავთა და ათასისთავთა და ყოველთა მთავართა მათთა.
14:8 და ვითარცა მოვიდეს მჴმილავნი, მოისწრაფეს კარვად ჰოლომფორესა.
14:9 და მოვიდენ კართა კარვისათა და რეკეს, რათამცა განაღჳძონ. და რაოდენგზისცა ირეკდეს, ვერა განაღჳძეს და ჴმოანებდენ, რათა აღადგინონ ჰოლომფორე. გ
14:10 და არავინ იყო კადნიერ ასურასტანელთაგანი შესლვად სასვენებელად, გინა დარეკად და განღჳძებად.
14:11 და მო-რა-ვიდნენ ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველნი წარჩინებულნი და ყოველნი ერნი ასურასტანელთა მეფისანი და ეტყოდეს მესასვენებლესა:
14:12 შევედით და აღადგინეთ ჰოლომფორე, რამეთუ თაგუნი გამოსრულ არიან ვრცელთაგან მათთა, რამეთუ ფრიად აღლალებულ იყვნეს და ომი ეწადესვე.
14:13 და შევიდა ბაგუა, ირეკა ეზოსა კარვისასა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ ეძინოსღა ივდითის თანა.
14:14 ვითარ არა ვინ მოუგო, და-რა-ეყოვნა, შევიდა სასვენებელად და პოვა იგი მდებარე ცხედარსა ქუეშე მკუდარი. და თავი მისი მოკუეთილი იყო მისგან და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ტირილით და გოდებით ძლიერად და დაიპო სამოსელი თჳსი.
14:15 და შევიდა კარავსა მას, სადა იყოფვინ ივდით სადგურსა და არა პოვა იგი. გამორბიოდა ერსა წინაშე, ღაღადებდა და იტყოდა:
14:16 შეურაცხ-ყვეს მონათა მისთა და ყვეს სარცხჳნელი. ერთმან დედაკაცმან ებრაელმან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა ქმნა ძლევა. აჰა ესერა, ჰოლომფორე ძეს ქუეყანასა და თავი მისი არა არს მის თანა.
14:17 და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე მთავართა ძლიერებისა ასურთასა, დაიპეს სამოსელი მათი და შეძრწუნდა სული მათი ფრიად, და იყო ღაღადებაჲ მათი.
14:18 და გოდება შორის ერისა მათისა ფრიად.

© 2010, გია შერვაშიძე