4:1 |
და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ჰურიასტანს, ყოველი, რაოდენი ქმნა ჰოლომფორნე ნათესავთა მიმართ ქუეყანისათა, ერისთავმან ნაბუქოდონოსორისამან, მეფისა ასურასტანისამან, და ვითარსახედ წარმოტყუენა ყოველი ბაგინები მათი და მისცნა იგინი განსარყუნელად, |
4:2 |
და შეეშინა ფრიად პირისა მისისაგან და იერუსალჱმისათჳს, ტაძრისა უფლისა ღმრთისა, შეძრწუნებულ იყვნეს, რამეთუ მაშინ ოდეს აღმოსრულ. იყვნეს ტყუეობისაგან, ჭურჭელი და საკურთხეველი და ტაძარი იგი მაშინ განწმედილ იყო შეგინებულებისაგან. |
4:3 |
და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა და ბეროსთა და ბელმენისათა და იერიქოსათა და ქუბასთა და ერონა და ღელეთა სალიმისთა. |
4:4 |
და დაიპყრნეს ყოველნი თავნი მთათა მაღალთანი და მოზღუდეს დაბნები მათი და დასდვეს საზრდელი მათ შინა და განამზადებედ ბრძოლისა, რამეთუ ახლოდ-ღა მომკილ იყო ყანები მათი. |
4:5 |
და მიწერა იოაკიმ, მღდელმან დიდმან, რომელი იყო მათ დღეთა შინა იერუსალჱმს მკჳდრთა ბეტულიასათა და ბეტონის თემისაგან, რომელ არს |
4:6 |
და თქუა: აღვედით და დაიპყართ მასადანითგან აღსავალნი მთათანი, რამეთუ მიერ იყო შემოსავალი ჰურიასტანად და ადვილ იყო დაყენება მათი მოსლვად, რამეთუ იწრო იყო აღმოსავალი იგი ყოლად ორის კაცისა. |
4:7 |
და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ იოაკიმ, მღდელმან დიდმან, და ყოველთა მოხუცებულთა ერისა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. |
4:8 |
და ღაღად-ყო ყოველმან კაცმან ისრაჱლისამან ღმრთისა მიმართ გულსმოდგინებითა დიდითა და დაიმდაბლნეს სულნი მათნი წინაშე ღმრთისა - მამათა და დედათა, |
4:9 |
და ჩჩჳლთა მათთა და საცხოვარამდე მათა. და ყოველმან სასყიდლით დადგინებულმან და ვეცხლით ფრდილმან მათმან მოირტყეს ძაძა წელთა მათთა, |
4:10 |
და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა ერთბამად ყოვლითა გულითა, რათა არა მიეცნენ ჩჳლნი მათნი და მიმოსტაცებდა ცოლთა მათთა წარსატყვენველად, ქალაქნი სამკჳდრებელისა მათისანი განსარყუნელად და სიწმიდე შეგინებად და საყუედრელად და მოსაცხრომელად წარმართთა. |
4:11 |
და იოაკიმ, მღდელი დიდი უფლისა, და ყოველნი ისრაჱლნი გარემოს ვლიდეს ქალაქისა მის და ზრახვიდეს და მსახურნი უფლისანი |
4:12 |
ეტყოდეს მათ: უწყოდეთ, რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი შეისმენს ვედრებასა თქუენსა, უკუეთუ მტკიცედ სდგეთ ლოცვითა და მარხვითა წინაშე უფლისა. |
4:13 |
მოიჴსენენით მოსესი, მონისა ღმრთისა, რომელი არა იბრძოდა მახჳლითა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა, და დასცა ამალეკი, რომელი ესვიდა ძალსა თჳსსა და მახჳლსა და ეტლებსა და მჴედრობათა თჳსთა. |
4:14 |
ეგრეთვე იქმნებიან ყოველნი მბრძოლნი ისრაჱლისანი, უკუეთუ შეუდგეთ საქმეთა ამათ, რომელი-ესე იწყევით. |
4:15 |
ვინათაგან გვწურთის უფალი, მადლობით ვდგეთ წინაშე მისსა |
4:16 |
და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა კეთილისათჳს მოხედვისა უფლისა მიერ ყოველსა ზედა სახლსა ისრაჱლისასა. |
4:17 |
ძაძითა შემოსილნი წელთა მათთა და ნაცარგარდასხმულნი ვარშამანგთა მათთა შესწირვიდეს მსხუერპლსა ზედასზედა ლოცვასა და ნეფსით, მისაცემელსა ერისათა. |