5:1 |
და უთხრეს ჰოლომფორნეს, ერისთავსა მას ძლიერებისა ასურასტანისასა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი განმზადებულ არიან ბრძოლად; გამოსავალნი მთათანი დაჴსნეს და მოზღუდნეს ყოველნი თხემნი მთათა მაღალთანი, დაუგიან ველთა ზედა დასაბრკოლებელნი. |
5:2 |
და განრისხნა ჰოლომფორე გულისწყომით ფრიად და მოუწოდა ყოველთა მთავართა მოაბისათა და ერისთავთა ამონისთა და ყოველთა პეტთა ზღჳსკიდისათა. |
5:3 |
და ჰრქუა მათ: მითხართ მე, ძენო ქანანისანო! ვინ არს ერი ესე, რომელი სხედს მთასა ამასა? და ვინ არიან დამკჳდრებულნი ქალაქთა და რა არს სიმრავლე ძალისა მათისა? და რა არს სიმაგრე მათი და სიმტკიცე? და ვინ აღდგომილ არს მათ ზედა მეფე წინამძღურად ერისა მათისა? |
5:4 |
და რასათჳს არა ისმინეს ჩემი, რათამცა მოვიდეს და მომეგებოდეს მე, ვითარცა-იგი ყოველნი მკჳდრნი მზისა დასავლისანი? |
5:5 |
მიუგო და ჰრქუა მას აქიორ, მთავარმან ძეთა ამონისთამან: ისმინენ უფალმან ჩემმან სიტყუაჲ პირისაგან მონისა მისისა, და გითხრა შენ ჭეშმარიტი ერისა მისთჳს, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა ამას მახლობელად შენსა და არა გამოვიდეს ნაცილი პირისაგან მონისა შენისა. |
5:6 |
ესენი არიან ნაშობნი ქალდეველთანი. |
5:7 |
და მწირობდეს პირველად შუამდინარესა, რამეთუ არა ინებეს შედგომად ღმერთთა მამათა მათთასა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქალდეველთასა დაბადებულ. |
5:8 |
და გამოვიდეს გზათაგან ნათესავთა მათთასა. |
5:9 |
და თაყუანი-სცეს ღმერთსა ცათასა, ღმერთსა, რომელი იცნეს ჭეშმარიტი, და გამოიყვანნა იგინი პირისაგან ღმრთისათა და ივლტოდეს შუამდინარედ. მწირობდეს მუნ დღეთა მრავალთა და ჰრქუა მათ ღმერთმან მათმან: მწირობისაგან მათისა გამოსულა და მოსულა ქუეყანად ქანანისა, და მკჳდრობდეს მუნ ორასდაათხუთმეტ წელ და განმრავლდეს ოქროთა და ვეცხლითა და საცხოვრით ფრიად. და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ დაფარა სიყმილმან პირი ქუეყანისა ქანანისა და მწირობდეს კუალად მუნ ორასდაათხუთმეტ წელ, ვიდრემდე გამოიზარდნეს. და იქმნეს მუნ სიმრავლე დიდი და არა იყო რიცხჳ ნათესავისა მათისა. |
5:10 |
და აღდგა მეფე ეგჳპტისა ბრძოლად მათ ზედა შრომითა ალიზისა საქმითა და დაამდაბლის სიმრავლე მათი და დაიმონნეს იგინი. და ღაღადებდეს ღმრთისა მიმართ მათისა და გვემნა იგინი ღმერთმან მათმან მათითა ტანჯვითა და მოსრა ყოველი ქუეყანა ეგჳპტისა წყლულებით, რომლისა არა იყო კურნებაჲ. |
5:11 |
ოდეს გამოავლინეს ეგჳპტელთა, აღებულ იქმნეს წყლულებანი მათგან და კუალად დევნა-უყვეს, ენებათ დაპყრობაჲ, დამონებაჲ და კირთადა. |
5:12 |
და ივლტოდენ რა, ღმერთმან ცათამან განაჴმო ზღუაჲ მეწამული წინაშე მათსა, და წყალნი იგი იქმნნეს ზღუდე მაღალ ამიერ და იმიერ და იგინი ფერჴითა დაულტოლველითა ვიდოდეს სიღრმეთა ზღჳსასა. |
5:13 |
და სადა სდევნიდეს მეგჳპტელნი, მოაქცია და წყალმან დაანთქნა იგინი, რომელ არცაღა თუ ერთი განერა მოსაჴსენებელად შემდგომთათჳს. |
5:14 |
ხოლო მათ განვლეს ზღუაჲ მეწამული და დაეშენნეს მთასა სინასა, სადა არა ძალ-ედვათ კაცთა დაბანაკებად, ანუ ძესა კაცთასა განსუენებად. |
5:15 |
მუნ წყალნი მწარენი დაუტკბნა სასმელად მათდა და ზეცით საზრდელი უწჳმა ორმეოცთა წელთა. |
5:16 |
თჳნიერ მშჳლდ-კაპარჭთა და საჭურველთა და მახჳლთასა ბრძოდა მათ წილ ღმერთი მათი და ყოველნივე მძლავრნი დასცნა. |
5:17 |
და არა ვისგან ევნო ბანაკსა მათსა, უკუეთუმცა არა შესცოდეს უფალსა ღმერთსა მათსა. |
5:18 |
ხოლო უკუეთუ სხუათა თაყუანის-სციან გარეშე ღმრთისა მათისა, მიეცემოდიან ტყუეობასა და სრვასა და იქმნებოდიან ყოველთაგან საყუედრელ. |
5:19 |
და რაოდენგზის შეინანებდენ განშორებასა ღმრთისა მათისასა, ღმერთი ცათა მისცემდა ძლიერებასა და სიმჴნესა. |
5:20 |
და განასხნეს ქანანელნი იგი პირისაგან მათისა. ეგრევე ფერეზელნი იგი და იებოსელნი და სუიქემი და ყოველნი გერგესეველნი, და დაემკჳდრნეს მათ შინა დღეთა მრავალთა, |
5:21 |
ვითარცა არღა ეცოდა წინაშე ღმრთისა მათისა და იყო კეთილი მათა, რამეთუ ღმერთი მოძულე სიცრუისა არს მათ თანა. |
5:22 |
ხოლო რაჟამს განდგეს გზისა მისგან, რომელი ღაუდვა მათ სჯული, მოისრნეს მრავლითა ბრძოლითა მრავალ ჟამ ფრიად და წარიტყუენნეს ქუეყანასა უცხოსა, და ტაძარი ღმრთისა მათისა იქმნა ოჴერ და ქალაქნი მათნი დაიპყრნეს მტერთა მათთა. |
5:23 |
და აწ მოიქცეს ღმრთისა მათისა, აღმოსრულ არიან განბნეულებისაგან მათისა, სადა-იგი იყვნეს განთესილად და კუალად და-ვე-იპყრეს იერუსალჱმი, სადა-იგი არს სიწმიდე მათი, და დაემკჳდრნეს მთასა ამას შინა, რამეთუ იყო მოოჴრებულ. |
5:24 |
და აწ, ჴელმწიფეო უფალო! უკუეთუ არს რამე უმეცრება ერსა მას შინა, ცოდვენ ღმრთისა მიმართ მათისა და ვიხილოთ, რამეთუ ესე საცთურ არს მათა, აღვიდეთ და ვჰბრძოთ მათ. |
5:25 |
და უკუეთუ არა არს უსჯულოება მათ შორის და ნათესავსა მათსა თანა, წარვედინ უფალი ჩემი. ნუუკუე შეეწეოდის მათ ღმერთი მათი და ვიქმნნეთ ჩუენ სირცხჳლეულ და ყუედრებულ ყოველსა ქუეყანასა. |
5:26 |
და ვითარცა დასცხრა აქიორ სიტყუათაგან, დრტჳნვიდა ყოველი ერი, რომელი გარემო იყო კარავსა ჰოლომფორესა. |
5:27 |
და თქუეს მთავართა ჰოლომფორესთა და ყოველთა მკჳდრთა ზღჳსკიდისათა და მოაბელთა, რათა განიპატიჟოს აქიორ, რამეთუ არა გუეშინის ჩუენ ძეთაგან ისრაჱლისათა, ერისა მის, რომელთა არა ძალ-უც წყობად. |
5:29 |
აწ აღვიდეთ ჩუენ და ვქმნეთ შესაჭმელ ყოვლისა ერისა შენისა, უფალო ჰოლომფორე! |