1:1 |
წელსა მეათორმეტესა მეფობისა ნაბოქოდონოსორისასა, რომელი მეფობდა ასურასტანს, ქალაქსა დიდსა ნინევის, დღეთა არფაქსადისთა, რომელი მეფობდა ხუჟიკეთსა ზედა, |
1:2 |
და აღაშენა ქალაქი ეკბატანს და მოადგა ზღუდე გარემო მისა ლოდთაგან თლილთა სიზრქითა სამ წყრთა და სიგრძითა ექუს წყრთა. და იყო სიმაღლე ზღუდისა მის სამეოცდაათ წყრთითა, სივრცე მისი ერგასის წყრთა. |
1:3 |
და გოდოლნი მისნი აღმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას-ას წყრთა და სივრცე მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა. |
1:4 |
და ქმნა ბჭენი მისნი აღმართებულნი სიმაღლით სამეოცდაათ წყრთა და სივრცე მისი ორმეოც წყრთა განსლვად ძალთა ძლიერებისა მისისათა და განწესებულთა მკჳრცხლთა მისთა. |
1:5 |
და ყო ბრძოლა მათ დღეთა შინა ნაბოქოდონოსორ მეფემან ასურასტანისამან მეფისა თანა არსაქსადისა ველსა მას დიდსა ზედა, ესე არს საზღვართა რაგავისთა. |
1:6 |
და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი მთით კერძონი და ყოველნი მკჳდრნი ევფრატისნი. და ტიგრისისნი და ვიდასპესანი და ველისა არეოქისანი, რომელნი არიან მეფისა ელვიმელთასა. და შეკრბა თესლები მრავალი ფრიად განწყობად ძეთა ქელეუდისთა. |
1:7 |
და წარავლინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანის-მან, ყოველთა მიმართ მკჳდრთა სპარსეთისათა და ყოველთა მკჳდრთა მზისა დასავლისათა და მკჳდრთა კილიკიასათა, დამასკისათა და ლიბანისათა და ყოველთა დამკჳრებულთა ზღჳსპირისათა, |
1:8 |
თესლებსა კარმელისასა და გალადისთა და ზენა გალილეასათა და დიდველსა იეზრაელისასა, |
1:9 |
და ყოველთა მკჳდრთა სამარიასთა და ქალაქთა მისთა და წიად იორდანესა ვიდრე იერუსალჱმადმდე და ბეტენედ და ქილუსად და კადედ და მდინარედ ეგჳპტისა და ტაფნად და რამესედ, |
1:10 |
და ყოველსა ქუეყანასა გესემისასა ვიდრე მოსლვადმდე ზემო მემფისა და ტანეოსა, და ყოველთა მკჳდრთა ეგჳპტისათა ვიდრე საზღვართა ეთიოპისათა. |
1:11 |
და განაქიქეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა სიტყუაჲ ნაბოქოდონოსორისი, მეფისა ასურასტანისა, და არა შეერთნეს მას ბრძოლასა, რამეთუ არა ეშინოდა მისა, ერთის კაცისა, და წარაქცივნეს, მოციქულნი მისნი ცალიერნი გინებით წინაშე პირსა მათსა. |
1:12 |
და განრისხნა ნაბოქოდონოსორ ჟამსა მას ქუეყანასა ზედა ფრიად ,და ფუცა საყდარსა და სუფევასა თჳსა უკუეთუ არა შური ვიძიო ყოველთა საზღვართა კილიკიასათა და დამასკესათა და ასურეთისა მოწყუედად მახჳლითა ჩემითა და ყოველთა მკჳდრთა მოაბისათა, ძეთა ამონისათა, და ყოველსა იდუმიასა და ყოველთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვამდე საზღვართა ორთა ზღჳსათა. |
1:13 |
და ეწყო თჳსითა ერითა არფაქსად მეფესა უჟიკეთასა წელსა მეჩჳდმეტესა. განძლიერდა ბრძოლასა მისსა და მოიქცა ყოველი ერი არფაქსადისი, ყოველი ცხენები მისი და ყოველი ეტლები მისი. |
1:14 |
და ეუფლა ქალაქებსა მისსა და მიიწია ვიდრე ეგბატანამდე. და დაიპყრა გოდოლი იგი და წარმოტყუენა უბანნი მისნი და სამკაული მისი და დადვა საყუედრელად. |
1:15 |
და წარმოიყვანა არფაქსად და ოროლსა აღაცვა მთათა ზედა რაგავისათა და ლახურებით, თჳსით მოსრა იგი ვიდრე დღევანდელად დღედმდე. |
1:16 |
და მოიქცა იგი მათ თანა ნინევად და ყოველი განწყობილი მისი და ყოველი ნადი მისი, სიმრავლე ერისა მბრძოლისა დიდძალი ფრიად. და იყო მუნ უზრუნველ და ყოველი ერი მისი ასდაოც დღე. |