კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« გამოსლვათა »
გამოსლვათა 1
გამოსლვათა 2
გამოსლვათა 3
გამოსლვათა 4
გამოსლვათა 5
გამოსლვათა 6
გამოსლვათა 7
გამოსლვათა 8
გამოსლვათა 9
გამოსლვათა 10
გამოსლვათა 11
გამოსლვათა 12
გამოსლვათა 13
გამოსლვათა 14
გამოსლვათა 15
გამოსლვათა 16
გამოსლვათა 17
გამოსლვათა 18
გამოსლვათა 19
გამოსლვათა 20
გამოსლვათა 21
გამოსლვათა 22
გამოსლვათა 23
გამოსლვათა 24
გამოსლვათა 25
გამოსლვათა 26
გამოსლვათა 27
გამოსლვათა 28
გამოსლვათა 29
გამოსლვათა 30
გამოსლვათა 31
გამოსლვათა 32
გამოსლვათა 33
გამოსლვათა 34
გამოსლვათა 35
გამოსლვათა 36
გამოსლვათა 37
გამოსლვათა 38
გამოსლვათა 39
გამოსლვათა 40

« გამოსლვათა 10 [BIB - xx] »
10:1 და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ ფარაოჲსა, რამეთუ მე განმიფიცხებიეს გული მისი და გული ერისა მისისაჲ და გული მთავართა მისთა, რათა აწ ცხადად მოვიდეს ყოველი ესე სასწაული მის ზედა.
10:2 რათა თქუენცა უთხრათ შჳლთა თქუენთა და შვილის შვილთა თქუენთა-ნაშობთა მათ თჳსთა, რაოდენი უყო მე ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
10:3 და სასწაულები იგი და ნიშები ჩემი, რომელ ვყავ მაგათ ზედა გულისჴმა-ჰყოთ და უწყოდეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი. შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ებრაელთა: ვიდრემდის არა გრცხუენოდის, გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა მსახურებაჲ მმსახურონ მე.
10:4 უკუეთუ არა გნებავს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, ხვალე და მასვე ჟამსა შინა მოვჰჴადო საზღვართა შენთა ზედა მკალი.
10:5 და დაფაროს პირი ქუეყანისა მაგის შენისაჲ და ვერ იხილო ქუეყანაჲ იგი შენი და შეჭამოს ყოველივე იგი ნეშტი ქუეყანისა მაგის, რომელი დაშთომილ იყოს სეტყჳსა მისგან და შეჭამოს ყოველივე მცენარე ქუეყანისა მაგის შენისაჲ.
10:6 აღივსოს საუნჯეები შენი და ტაძრები ეგე შენი და სახლები და ყოველი საუნჯეები მონებისა მაგის შენისა და ყოველივე სახლები აღივსოს ყოველსა მაგას ქუეყანასა ეგჳპტელთასა, რომელ ეგევითარი არა სადა ეხილვოს მამათა თქუენთა ჟამითგან, რომლით დაბადებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა მოდღენდელად დღედმდე, მიჰრიდა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოჲსა მთავართა თჳსთა.
10:7 ჰრქუეს მონათა ფარაოს: ვიდრემდე იყოს გუემა ესე ჩუენ ზედა, განუტევე ერი ეგე, რათა მივიდენ და მსახურებაჲ ჰმსახურონ უფალსა თჳსსა, ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?
10:8 და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა და ჰრქუა მათ: გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, და აწ ვინ და ვინ მისლვად ხართ?
10:9 მიუგო მოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შჳლითურთ, ზროხით და ცხოვარით, და ყოვლით საცხოვარითურთ, რამეთუ დღესასწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.
10:10 და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ, უფალი თქუენ თანა, და თქუენ განგიტევნე, სახლითურთ თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტებისა ძეს გულსა შინა თქუენსა.
10:11 არა ეგრე არს. ნუ მიხუალთ, არამედ მამანი ხოლო მივიდე და მსახურებაჲ თჳსი ჰმსახურედ უფალსა ღმერთსა მათსა, სადა მაგას რასა ეძიებდი თქუენ. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოსა.
10:12 ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყოს სეტყჳსაგან
10:13 აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მიავლინა უფალმან ქარი ბღუარისაჲ ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ. განთიადითგან შემწუხრებადმდე და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და აღმოადინებდა მკალსა.
10:14 და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და მოაქცია ყოველივე საზღვარი ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამითგან აქამომდე.
10:15 და დაფარა ყოველი პირი ქუეყანისაჲ და განრყუნა ყოველი ქუეყანა ეგჳპტელთაჲ და შეჭამა ყოველი მწუანვილი ველისაჲ და ყოველი ნაყოფი ხისაჲ, რომელ განრინებულ იყო სეტყჳსაგან სასტიკისა და არა დაშთა რაჲთურთით მხალი ნედლი ველისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
10:16 სწრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ვცოდე მე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენცა.
10:17 ამას ჯერსა შე-ღა-მიწყნარეთ მე ამას უნასსა ზედა. და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა თქუენისა, რათა განაქარვოს ჩემგან მკალი ესე.
10:18 და გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა და ილოცვიდა უფლისა მიმართ.
10:19 და გარდააქცია უფალმან ქარი იგი უსასტიკესად ზღჳთ, და აღიღო და აღუმაღლა მკალსა მას და შთადვა იგი ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა რაჲთურთით მკალი იგი არცა ერთ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.
10:20 მერმე განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი, და არავე უნდა განტევებაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათა.
10:21 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღირთხ ჴელი შენი და იყავნ ბნელ უღაღ, ჴშირ, ჴელით შესაპყრობელ ქუეყანასა მაგას ზედა ეგჳპტელთასა!
10:22 აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და იქმნა ბნელი წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა სამ დღე.
10:23 და ვერ იხილა კაცმან მოყუასი თჳსი, ვერცა ძმაჲ თჳსი და არა ვის ეძლო ყოვლად აღდგომად სარეცელით თჳსით სამთა მათ დღეთა. ხოლო ძეთა მათ ისრაჱლისათა იყო ნათელ ყოველთავე საყოფელთა მათთა.
10:24 მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ ადგილობანს იყავნ და ყოვლითა სიმრავლითა წარვედით.
10:25 მიუგო მოსე და ჰრქუა: არა ეგრე, არამედ ცხოვრით და ზროხით და ყოვლითურთ ჭურჭლით ჩვენით წარვიდეთ და ზედა შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსხუერპლთა მათ, რომელ-იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
10:26 აცადე, თუ ჩუენი არა დაგიტეოთ შენ, არცაღა ჭლაკი ერთი მათგანი, რამეთუ არა უწყით, რაჲ სათნო იყოს მსახურებად უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, მსხუერპლი საკუერთხთაჲ ნაყოისა მის ჩუენისაგნი, არც უწყით, რაჲ ბრძანებაჲ გამოვიდეს ჩუენდა მსახურებისა მისთჳს მსხუერპლთასა ვიდრე მიწევნადმდე ადგილსა მას მსხუერპლისასა.
10:27 მერმე გან-ვე-უფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არავე უნდა გამოტევებაჲ მათი.
10:28 და განრისხნა ფარაო და თქუა: წინა განმეშორენით, წარვედით ჩემგან და ნუღარა შესძინებთ ხილვად პირსა ჩემსა, რამეთუ რომელსა დღესა მეჩუენო მე შენ, მუნთქუესვე მოჰკუდე!
10:29 ჰრქუა მას მოსე: არღარა გეჩუენო პირსა შენსა.

© 2010, გია შერვაშიძე