14:1 |
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: |
14:2 |
არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიქცენ და წყობა-ყონ წინაშე ეპავლეოჲსა საშუალ მაგდალოსა და საშუალ ზღუასა პირისპირ ბეელსეფონსა, და წინაშე მათსა წყობას-ჰყოფდე ზღუად მიმართ. |
14:3 |
და თქუა ფარაო ძეთათჳს ისრაჱლისათა: მიმოსცთებიან ისინი ქუეყანასა შინა, რამეთუ გარე შეაქცევს მათ უდაბნო. |
14:4 |
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და დევნა-უყოს შემდგომად მათსა. |
14:5 |
და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა ზედა მჴედრობასა მისსა და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ყვეს ეგრეთ. |
14:6 |
და მიეთხრა მეფესა მეგჳპტელთასა, ვითარმედ ივლტოდა ერი, და გარდაიქცა გული ფარაოსი და მსახურთა მისთა ერსა მას ზედა, და თქუეს: რაჲ-ესე ვყავთ განვლინებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ არღარა მონებად ჩუენდა? |
14:7 |
და შეაუღლნა ფარაო ეტლები თჳსნი და ყოველი ერი თჳსი წარიყუანა თავისა თჳსისა თანა და აღიხუნა ექუსასნი ეტლნი რჩეულნი და ყოველი ცხენი მეგჳპტელთა და სამმდგომნი ყოველთა ზედა. |
14:8 |
და განაფიცხა უფალმან გული ფარაოსი მეფისა მეგჳპტელთასა, და დევნა-უყო შემდგომად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდოდეს ჴელითა მაღლითა. |
14:9 |
და სდევდეს მეგჳპტელნი შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი დაბანაკებულნი ზღჳს კიდესა, და ყოველი ცხენი და ეტლები ფარაოსი და ცხენნი მათნი და ლაშქარი მისი წინაშე ეპავლეოსა პირისპირ ვეელსეფონსა. |
14:10 |
და ფარაო წინა ვიდოდა და აღიხილნეს ძეთა ისრაჱლისათა თუალნი და იხილეს, და მეგჳპტელნი განწყობილ იყუნეს უკუანა მათსა, და შეეშინა ფრიად. |
14:11 |
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და ჰრქუეს მოსეს: არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა? რაჲ-ესე მიყავ ჩუენ გამოყვანებაჲ ჩუენი ეგჳპტით? |
14:12 |
არა ესე სიტყუაჲ იყოა, რომელი ვთქუთ შენდა მიმართ ეგჳპტეს შინა, მეტყუელთა: მიტევენ ჩუენ, რათა ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა? რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ მეგჳპტელთაჲ ვიდრე სიკუდილი უდაბნოსა ამას შინა. |
14:13 |
და თქუა მოსე ერისა მიმართ: მინდობილ იყუენით, დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ უფლისამიერი, რომელი გიყოს თქუენ დღეს, რამეთუ ვითარ სახედ იხილენით მეგჳპტელნი დღეს, არღა შესძინოთ მერმე ხილვად მათდა საუკუნესა ამსა. |
14:14 |
უფალი ებრძოლოს თქუენ წილ, და თქუენ დუმენით. |
14:15 |
ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ? არქუ ძეთა ისრაჱლისათა, და აღეგნენ. |
14:16 |
და შენ აღიღე კუერთხი შენი და განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა და განაღე იგი, და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი საშუალ ზღუასა ვითარცა ჴმელსა. |
14:17 |
და აჰა, მე განვაფიცხო გული ფარაოსი და მეგჳპტელთა ყოველთა და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა მჴედრობასა მისსა ზედა და ეტლთა მისთა ზედა და ცხენთა მისთა ზედა. |
14:18 |
რათა გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიდიდო ფარაოს ზედა და ეტლებსა მისსა და ჰუნებსა ზედა მისსა. |
14:19 |
ხოლო აღიძრა ანგელოზი იგი წინამავალი ბანაკისა ძეთა ისრაჱლისათასა და ვიდოდა უკუანაგან, და აღიძრა სუეტიცა ღრუბლისა პირისაგან მათისა და დადგა უკუანაგან მათსა. |
14:20 |
და შევიდა საშუვალ ბანაკსა მეგჳპტელთასა და საშუვალ ძეთა ისრაჱლისათასა და იყო ალმური და ბნელი, და წარჴდა ღამე, და არა აღერინეს ურთიერთას ყოველსა მის ღამესა. |
14:21 |
ხოლო განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა ზედა, და მოაწია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღუასა ზედა და ყო ზღუაჲ იგი ჴმელ, და განიპო წყალი. |
14:22 |
და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა ჴმელებრ, და წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით. |
14:23 |
ხოლო სდევდეს მეგჳპტელნი და შევიდეს შემდგომად მათსა, ყოველი ჰუნე ფარაოსი და ეტლები და მჴედრები შუა ზღჳსასა. |
14:24 |
და იყო საჴუმილავსა განთიადისასა და მიჰხედა უფალმან ბანაკსა მეგჳპტელთასა სუეტითა ცეცხლისა და ღრუბლისათა და განაწყო ბანაკი მეგჳპტელთაჲ. |
14:25 |
და შეუკრა ღერძები ეტლებისა მათისა და მოჰყუანდეს იგინი იძულებით და თქუეს მეგჳპტელთა: ვევლტოდით პირისაგან ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ მეგჳპტელთა. |
14:26 |
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგენ წყალი, და დაფარნეს მეგჳპტელნი ეტლებსა ზედა და მჴედრებსა ზედა. |
14:27 |
და განირთხა მოსე ჴელი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგო წყალი იგი დღეულად ადგილსა მასვე ზედა, ხოლო მეგჳპტელნი ივლტოდეს წყალსა ზედა, და შთაყარნა უფალმან მეგჳპტელნი შუა ზღუასა. |
14:28 |
და მოაქცია წყალმან და დაფარნა ეტლნი და მჴედარნი და ყოველი ძალი ფარაოსი შესრული შემდგომად მათსა ზღუად, და არა დაშთა მათგანი არცა ერთი. |
14:29 |
ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა, და იყო წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით. |
14:30 |
და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელისაგან მეგჳპტელთასა. |
14:31 |
და იხილნა ისრაჱლმან მეგჳპტელნი მომწყუდარნი კიდესა თანა ზღჳსასა, ხოლო იხილა ისრაჱლმან ჴელი დიდი, რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა. და შეეშინა ერსა უფლისა და ჰრწმენა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა. |
14:32 |
მაშინ იგალობეს მოსე და ძეთა ისრაჲლისათა გალობაჲ ესე ღმრთისა მიმართ და თქუეს: |