40:1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
40:2 |
ერთსა დღესა თთჳსა მის მირკანისასა, თჳს თავსა აღმართო კარავი იგი საწამებელისა, |
40:3 |
და დასდგა კიდობანი იგი საწამებელისაჲ, და დაჰბურო კიდობანი იგი საბურველითა. |
40:4 |
და შეიღო ტაბლა იგი ოქროჲსა და დააგო პური იგი დასაგებელი მისი, და შეიღო სასანთლე იგი და დასდგნე მის ზედა სანთელნი მისნი. |
40:5 |
და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კმევად საკუმეველისა წინაშე კიდობანსა მას საწამებელისა და დაჰბურო საბურველი იგი კრეტსაბმელისაჲ კარსა კარვისა მის საწამებელისა, |
40:6 |
და დასდგა საკურთხეველი იგი ნაყოფითა კართა მის კარვისა საწამებელისათა. |
40:7 |
და დასდგა საბანელი წინაშე კარსა კარვისა საწამებელისათა, და შთაასხა მას შინა წყალი. |
40:8 |
და სცხო ეზოსა მას გარემოს და განმარტო კრეტსაბმელი კარსა მას ზედა ეზოსასა, |
40:9 |
და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭელი მისი და იყოს წმიდა. |
40:10 |
და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, |
40:11 |
და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა. და სცხო საბანელსა და ხარისხთა მისთა, და, განსწმიდო იგი. |
40:12 |
და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა, და განბანნე იგინი წყლითა, |
40:13 |
და შეჰმოსო აჰრონს იგი წმიდაჲ, და სცხო მას და წმიდა იყოს იგი მღდელად ჩემდა; და იყოს მათა ცხებულება მღდელობისა უკუნისამდე ნათესავთა შორის მათსა. |
40:14 |
და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ქმნა. |
40:15 |
და იყო, თთვესა მას პირველსა მეორესა წელთათა გამოსლვისა მის ეგჳპტით, თთვის თავსა, რომელთა კარავი იგი განესრულა. |
40:16 |
და აღმართა მოსე კარავი და დადგინა ხარისხნი მისნი, და აღმართნა სვეტნი იგი მისნი, და დასდვა სვეტის თავნი, |
40:17 |
და მოქლონნი, და აღმართნა სუეტნი, და განმარტნა ეზოები იგი კარვისა მის, და დაჰბურა საფარველი კარავსა მას ზედა კერძო, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:18 |
და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთაასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი იგი ქვეშე კერძო კიდობანსა მას. |
40:19 |
და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარვისა მის, დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისა მის და დაფარა კიდობანი იგი წამებისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:20 |
დადგა ტაბლა იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა, ჩრდილოთ კერძო, გარე კრეტსაბმელსა მას, კარვისა მის საწამებელისასა. |
40:21 |
და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:22 |
და დადგა სასანოვაგე იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრეთ კერძო კარვისასა. |
40:23 |
და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:24 |
დადგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კარავსა მას შინა საწამებელისასა, წინაშე კრეტსაბმელისა. |
40:25 |
და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:26 |
და განმატა კრეტსაბმელი კარსა ზედა კარვისა მის. |
40:27 |
და საკურთხეველი ნაყოფთა დადგა კართა მათ თანა კარვისა მის საწამებელისათა. დაასხნა მას ზედა მსხუერპლი და შესაწირავი იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:28 |
და დასდგა საბანელი იგი კარავსა მის თანა საწამებელისათა ტაბლასა თანა და შთაასხა მას შინა წყალი. |
40:29 |
და იბანებდენ მისგან მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა. |
40:30 |
რაჟამს შევიდოდიან კარავსა მას საწამებელისასა, გინა რაჟამს შეეხებოდენ საკურთხეველსა მას მსახურებად, და დაიბანდენ მით, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
40:31 |
და აღმართა ეზო გარემოს კარვისა მის საკურთხევლითურთ და დაჰბურა კარნი ბრჭისა ეზოსა მის საბურველითა მით და აღასრულა მოსე ყოველივე საქმე. |
40:32 |
დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისა და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი იგი. |
40:33 |
და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი. |
40:34 |
და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღეგნიან ძენი ისრაჱლისანი ტრვად ყოვლით ვანითურთ მათით. |
40:35 |
და უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ტრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან. |
40:36 |
რამეთუ ღრუბელი უფლისაჲ იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე წინაშე ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა და ყოვლისა მის ვანისა ტრვასა მათსა. |