23:1 |
არა შეიწყნარით სასმენელი ამაო, არა დაშჯდე ცრუჲსა თანა ყოფად მოწამედ ცრუდ. |
23:2 |
არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა, არა შეეძინო სიმრავლესა თანა მიდრეკად მრავალთა თანა, ვითარმცა მისდრიკე საშჯელი. |
23:3 |
და დავრდომილი არა შეიწყალო საშჯელსა შინა. |
23:4 |
და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას. |
23:5 |
ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა. |
23:6 |
არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა შინა მისსა. |
23:7 |
ყოვლისაგან სიტყჳსა ცრუჲსა განეშორო, უბრალოჲ და მართალი არა მოაკუდინო და უღმრთოჲ არა განამართლო ქრთამისათჳს. |
23:8 |
და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა. |
23:9 |
და მწირი არა შეაწუხოთ, არცა შეაურვოთ, რამეთუ თქუენ უწყით სული მწირისაჲ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა. |
23:10 |
ექუს წელ სთესვიდე ქუეყანასა შენსა და შეჰკრებდე ნაშრომთა მისთა. |
23:11 |
ხოლო მეშჳდესა წელსა განტევებაჲ ჰყო და განუსუენო მას და ჭამდენ გლახაკანი ნათესავისანი, ხოლო დანაშთომთა მისთა ჭამდენ მჴეცნი ველურნი. ესრეთ უყო ვენაჴსა შენსა და ზეთის ხილოანსაცა შენსა. |
23:12 |
ექუს დღე იქმოდი საქმესა შენსა, ხოლო დღესა მეშჳდესა განისუენო, რათა განისუენოს ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და რათა ილხინოს ძემან მჴევლისა შენისამან და მწირმან. |
23:13 |
ყოველნი რაოდენნი ვთქუენ თქუედა მომართ, დაიმარხენით და სახელი ღმრთისა სხუათა არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირთაგან თქუენთა. |
23:14 |
სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა. |
23:15 |
დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა. |
23:16 |
და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა. |
23:17 |
სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. |
23:18 |
არა აკუმივო ცომითა სისხლი საკუმეველისა ჩემისა, არცა დაიძინოს ცმელმან დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე. |
23:19 |
დასაბამნი პირველთა ნაშრომთა ქუეყანისა შენისათანი შეიხუნე სახლად უფლისა ღმრთისა შენისა, არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისისათა. |
23:20 |
და აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რათა დაგიცვას შენ გზასა ზედა, რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა, რომელი განგიმზადე შენ. |
23:21 |
ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი. და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა გრიდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა. |
23:22 |
უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და ჰყუნეთ ყოველი, რაოდენნიცა გრქუნე თქუენ. უკუეთუ ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყვნე ყოველნი, რაოდენთა გეტყოდე შენ, მტერ ვექმნე მტერთა შენთა ღა წინა-აღუდგე წინააღმდგომთა შენთა. |
23:23 |
რამეთუ ვიდოდის ანგელოზი ჩემი წინამძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ აღმორეველისა მიმართ და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისა და გერგესეველისა და ეველისა და იებოსელისა და აღვჴოცნე იგინი. |
23:24 |
არა თაყუანი-სცე ღმერითა მათთა, არამედ დამჴობით დაამჴუნე იგინი და შემუსრვით შეჰმუსრნე სუეტნი მათნი. |
23:25 |
და ჰმსახურო უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ღჳნოჲ შენი და წყალი შენი და გარე-მოვაქციო ყოველი დაჴსნილობაჲ შენგან. |
23:26 |
არა იყოს უბიწოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა შენსა ზედა, რიცხჳ დღეთა შენთა აღვავსო. |
23:27 |
და შიში ჩემი წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაცჳბრნე ყოველნი წარმართნი, რომელთაცა მიერ შენ განხჳდე მათ მიერ და მოგცნე წინააღმდგომნი შენნი მეოტად. |
23:28 |
და წარვავლინნე ბზიკნი უპირატეს შენსა და განასხნეს აღმორეველნი და ეველნი და ქანანელნი და ქეტელნი შენგან და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი. |
23:29 |
არა განვჴადნე იგინი პირისაგან შენისა წელიწადსა ერთსა, რათა არა დაშთეს ქუეყანა ოჴრად და მრავალ იქმნენ შენ ზედა მჴეცნი მის ქუეყანისანი. |
23:30 |
მცირედ-მცირედ განვჴადნე იგინი შენგან, ვიდრემდის აღორძინდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ. |
23:31 |
და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულით ვიდრე ფილისტიმისათ და უდაბნოჲთ ვიდრე მდინარედ დიდად ევფრატადმდე და მოგცნე ჴელთა თქუენთა მსხდომარენი ქუეყანასა მას ღა განვასხნე იგინი შენგან. |
23:32 |
არა დასდვა მათ თანა და ღმერთთა მათთა თანა აღთქუმაჲ. |
23:33 |
და არა დაადგრენ ქუეყანასა შენსა, რათა არა შემცოდე-გყონ შენ ჩემდა მომართ, რამეთუ უკუეთუ ჰმსახურო ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ შენდა შესაბრკოლებელ. |