24:1 |
და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით ჩემდა შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და თაყუანის-სცენ შორით უფალსა. |
24:2 |
და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი არა თანააღმოვიდეს მათ თანა. |
24:3 |
ხოლო შევიდა მოსე და მიუთხრნა ერსა ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი. და მიუგო ყოველმან ერმან ერთითა ჴმითა მეტყუელმან: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ. |
24:4 |
და დაწერნა მოსე ყოველნი სიტყუანი უფლისანი, აღიმსთო მოსე განთიად და აღაშენა საკურთხეველი ქუეშე მთასა მას და დასხნა ათორმეტნი ქვანი ათორმეტთაებრ ტომთა ისრაჱლისათა. |
24:5 |
და წარავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაჱლისათანი და მოიხუნეს ყოვლად დასაწველნი და ამსხუერპლნეს მსხუერპლად მაცხოვარებისად ღმერთსა ჴბონი. |
24:6 |
და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მის და შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი აპკურა საკურთხეველსა. |
24:7 |
და მოიღო წიგნი აღთქუმისაჲ და წარიკითხა ყურთა მიმართ ერისათა. და თქუეს: ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ. |
24:8 |
ხოლო მოიღო მოსე სისხლი, აპკურა ერსა და თქუა: აჰა სისხლი აღთქუმისა, რომელი აღთქუმა-ყო ღმერთმან თქუენდა მომართ ყოველთა ამათ სიტყუათათჳს. |
24:9 |
და აღვიდა მოსე და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა. |
24:10 |
და იხილეს ადგილი, რომელსა დგა მუნ ღმერთი ისრაჱლისა და ქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ნაქმარი ქვისა საპფირონისაჲ და ვითარცა სახე სამყაროჲსა ცისაჲ სიწმიდითა. |
24:11 |
და რჩეულთაგანი ისრაჱლისათა არა ჴუებულ იქმნა არცა ერთი, და იხილეს ადგილი ღმრთისაჲ და ჭამეს და სუეს. |
24:12 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მომართ მთად და იყავ მუნ და მიგცნე შენ ფიცარნი ქვისანი, შჯული და მცნებანი, რომელნი დავწერენ შჯულისდებად მათდა. |
24:13 |
და აღდგა მოსე და ისო, წინაშემდგომი მისი, აღვიდეს მთასა ღმრთისასა. |
24:14 |
და მოხუცებულთა ჰრქუა: და დაყუდენით მანდა, ვიდრემდის მოვიქცეთ თქუენდა მომართ და აჰა, აჰრონ და ორ თქუენ თანა, უკუეთუ რაჲმე დაემთხჳოს საშჯელი, მივიდოდე მათდა მიმართ. |
24:15 |
და აღვიდა მოსე მთად და დაფარა ღრუბელმან მთაჲ. |
24:16 |
და გარდამოჴდა დიდებაჲ ღმრთისაჲ მთასა ზედა სინასა და დაფარა იგი ღრუბელმან ექუს დღე. და უწოდდა უფალი მოსეს დღესა მეშჳდესა საშუალით ღრუბლისათ. |
24:17 |
ხოლო სახე დიდებისა უფლისაჲ ვითარცა ცეცხლი მოტყინარე თხემსა ზედა მთისასა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. |
24:18 |
და შევიდა მოსე საშუალ ღრუბლისა და აღვიდა მთად და იყო მუნ მთასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. |