35:1 |
და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა. |
35:2 |
ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ. |
35:3 |
არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი. |
35:4 |
ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა: |
35:5 |
მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი. |
35:6 |
ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა. |
35:7 |
და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი. |
35:8 |
და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული. |
35:9 |
და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა. |
35:10 |
და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან, |
35:11 |
საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა. |
35:12 |
და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა, |
35:13 |
და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა. |
35:14 |
სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა. |
35:15 |
და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა, |
35:16 |
და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა, |
35:17 |
და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა, |
35:18 |
და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა, |
35:19 |
სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა. |
35:20 |
და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან. |
35:21 |
და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე |
35:22 |
სამოსელსა წმიდასა. |
35:23 |
მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა. |
35:24 |
და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი. |
35:25 |
და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად. |
35:26 |
და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა. |
35:27 |
და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის. |
35:28 |
და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა. |
35:29 |
და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა. |
35:30 |
და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა. |
35:31 |
და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა. |
35:32 |
ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას. |
35:33 |
ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას. |
35:34 |
და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა. |
35:35 |
და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა. |