კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« გამოსლვათა »
გამოსლვათა 1
გამოსლვათა 2
გამოსლვათა 3
გამოსლვათა 4
გამოსლვათა 5
გამოსლვათა 6
გამოსლვათა 7
გამოსლვათა 8
გამოსლვათა 9
გამოსლვათა 10
გამოსლვათა 11
გამოსლვათა 12
გამოსლვათა 13
გამოსლვათა 14
გამოსლვათა 15
გამოსლვათა 16
გამოსლვათა 17
გამოსლვათა 18
გამოსლვათა 19
გამოსლვათა 20
გამოსლვათა 21
გამოსლვათა 22
გამოსლვათა 23
გამოსლვათა 24
გამოსლვათა 25
გამოსლვათა 26
გამოსლვათა 27
გამოსლვათა 28
გამოსლვათა 29
გამოსლვათა 30
გამოსლვათა 31
გამოსლვათა 32
გამოსლვათა 33
გამოსლვათა 34
გამოსლვათა 35
გამოსლვათა 36
გამოსლვათა 37
გამოსლვათა 38
გამოსლვათა 39
გამოსლვათა 40

« გამოსლვათა 25 [BIB - xx] »
25:1 და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:
25:2 არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიხუენით ჩემთჳს დასაბამნი ყოველთაგან ნაყოფთა, რომელთაცა სთნდეს გულსა, მიიხუენით დასაბამნი ჩემთჳს.
25:3 და ესე არს ნაყოფი, რომელი მიიღო მათგან: ოქროჲ, ვეცხლი, რვალი,
25:4 ჳაკინთი, პორფირი, ძოწეული ორკეცი, და ბისონი ძახილი და ბალანი თხათაჲ,
25:5 და ტყავნი მეწამულ-ქმნილნი და ტყავნი ჳაკინტინი და შეშანი ულპოლველნი,
25:6 ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი,
25:7 და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამჴართათჳს და პოდირისაჲ.
25:8 და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.
25:9 და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისაჲ და მაგალითი ჭურჭელთა მისთაჲ.
25:10 ეგრეთ ჰქმნა. და ჰქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.
25:11 და ოქრომოსილ-ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ, ოქრომოსილ-ჰყო იგი და ჰყვნე თხზულნი ოქროჲსანი ქცეულნი გარემოჲს მისსა.
25:12 და განშჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად და დაჰსხნე ოთხთა კიდეთა ზედა ორნი ბეჭედნი ერთსა კიდესა ზედა და ორნი ბეჭედნი სხუასა კიდესა ზედა.
25:13 და ჰქმნე აღსაღებელნი ძელთაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა.
25:14 და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათა აღებად კიდობნისა მათ მიერ.
25:15 ბეჭედთა შინა კიდობნისა მის აღთქმისათა იყვნენ აღსაღებელნი შეურრყეველ.
25:16 და შთაჰსხნე კიდობანსა შინა წამებანი, რომელნიცა მოგცნე შენ.
25:17 და ჰქმნა სალხინებელი ზედა დასადებელი ოქროჲსა წმიდსაჲ ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე მისი და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი.
25:18 და ჰქმნე ორნი ქერობინნი ოქროჲსანი წახნაგებულნი და დაჰსხნე იგინი ორკერძოთაგანვე კიდეთა სალხინებელისათა.
25:19 და იქმნნენ ქერობინი ერთი კიდისა ამისგან და ქერობინი ერთი კიდისაგან მეორისა სალხინებელისა მის.
25:20 და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ორთა ზედა კიდეთა მისთა, იყვნენ ქერობინნი განმპყრობელნი ფრთეთანი ზედა კერძო მაგრილობელნი ფრთეებითა მათითა სალხინებელსა ზედა და პირნი მათნი ურთიერთას მიმართ სალხინებელისა მიმართ, იყვნენ პირნი ქერობინთანი. და დასდვა სალხინებელისა კიდობანსა ზედა ზენათ.
25:21 და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ.
25:22 და გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზენა კერძოჲთ, სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა, ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.
25:23 და ჰქმნე ტაბლაჲ ძელთაგან ულპოლველისა ორი წყრთა სიგრძით და წყრთაჲ სივრცით და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.
25:24 და აქმნნე მას კიდენი ოქროჲსა წმიდისანი თხზვით გარემო.
25:25 და აქმნე მას გჳრგჳნი ოთხგოჯეული გარემოჲს და აქმნე ქუეით თხზული გარემოჲს გჳრგჳნისა.
25:26 და აქმნე მას ოთხნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაასხნე ბეჭედნი იგი ოთხთა ზედა კერძოთა ფერჴთა მისთასა.
25:27 გჳრგჳნსა ქუეშე, და იყვნენ ბეჭედნი იგი შესაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.
25:28 და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და ოქროჲთა, მოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა წმიდითა და აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.
25:29 და ჰქმნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ბარძიმები და შთასაყოფელები, რომლითა შესწირვიდე მათ მიერ, ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.
25:30 დააგნე ტაბლასა ზედა პურნი საწინაშონი წინაშე ჩემსა მარადის.
25:31 და ჰქმნე სასანთლე ოქროჲსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთჳს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.
25:32 და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.
25:33 და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.
25:34 და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი ბირთჳს სახენი და შროშანნი მისნი.
25:35 ბირთჳს სახე ქუეშე: ორთა ლელწმის სახეთა მისგან და ბირთჳს სახე ქუეშე ორთა ლელწმის სახეთა მისგან, ესრეთ ექუსნი ლელწმის სახენი გამომავალნი სასანთლისაგან.
25:36 ბირთჳს სახენი და ლელწმის სახენი მისგან იყვნენ ყოველი წახნაგებული, ერთისაგან ოქროჲსა წმიდისა.
25:37 და ჰქმნე სასანთლენი მისნი შჳდნი და ზედა დაჰსხნე სანთელნი მისნი და ნათობდენ ერთისაგან პირისა.
25:38 და მოსაყოფელი მისი და ქუეშე შესადგმელი მისი ოქროჲსაგან წმიდისა.
25:39 ტალანტისაგან ოქროჲსა წმიდისა ჰქმნნე ყოველნი ესე ჭურჭელნი.
25:40 იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

© 2010, გია შერვაშიძე