31:1 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
31:2 |
აჰა ეგერა, მიწოდებიეს სახელით ბესელიელ, ძე ურისი, რომელი-იგი არს ოვრაი ტომისაგან იუდასი. |
31:3 |
და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და მეცნიერებითა, ყოვლითა საქმითა. |
31:4 |
განზრახვად და ხუროთმოძღვრებად საქმედ ოქროჲსა მის და ვეცხლისა და რვალისა. |
31:5 |
და იაკინთისა და ძოწეულისა, და მეწამულისა მის სთულისა და ზეზისა მის ძახილისა სამსახურებელისა მის, და საქმისა მისა ძელით ხუროობისა საქმედ, ყოვლისავე საქმისაებრ. |
31:6 |
და მე მივსცე მას ელიაბ, ძე აქისამაქისი, ტომისაგან დაანისა და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ, და ქმნენ ყოველი, რომელი გიბრძანე შენ. |
31:7 |
კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისა და სალხინებელი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ. |
31:8 |
საკურთხეველები და ტაბლა და ყოველი ჭურჭელი მისი, და სასანთლენი წმიდაჲ და ყოველნი ჭურჭელნი მისნი და საკურთხეველი საკუმეველთა. |
31:9 |
და საკურთხეველი შესაწირავთა და ყოველი ჭურჭელი მისი და საბანელი და ხარისხი მისი. |
31:10 |
და შესამოსელი ქვესამსახურებელი სიწმიდისანი და სამოსელნი იგი, სამსახურებელნი აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა. |
31:11 |
და ზეთი იგი ცხებულებისა და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისა მსგავსად ყოვლისა, რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ ყოველთაებრ, რომელთა მე გამცნებდ შენ ქმნად. |
31:12 |
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი: |
31:13 |
შენ ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ეკრძალენით და შაბათი ჩემი დაიმარხენით, რამეთუ იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შორის და ნათესავთა თქვენთა, რათა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგწმიდენ თქუენ. |
31:14 |
დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, მოისპოს სული იგი შორის ერისა მის. |
31:15 |
ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ. |
31:16 |
და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის სჯულად საუკუნოდ. |
31:17 |
შორის ჩემსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნო, რამეთუ ექუსთა დღეთა ქმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და დღესა მეშჳდესა დააცადა. |
31:18 |
და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა. |