33:1 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: გვალე, აღვედ შენ და ერი ეგე შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანასა მას, რომლისათჳს ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ვარქუ: ნათესავსა თქუენსა მივსცე იგი. |
33:2 |
და თანამივავლინო ანგელოზი ჩემი უწინარეს შენსა და განასხნეს ქანანელნი იგი და ამორეველნი, ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იობოსელნი. |
33:3 |
შეგიყვანო შენ ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ხოლო მე არა აღვიდე თქუენ თანა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელ არს, რათა არა აღვჴოცნე იგინი გზასა ზედა. |
33:4 |
და ესმა ერსა მას სიტყვაჲ ესე ბოროტი და იგლოვდეს გლოვით და არა აღიღეს კაცთა მათ გვამნი. |
33:5 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ ერი ქედფიცხელ ხართ. ეკრძალენით, ნუუკუე წყლულება სხუაცა მოჰჴდეს თქუენ ზედა და აღგჴოცნე თქუენ და აწ განიძარცვეთ სამოსელი დიდებისა თქუენისა და სამკაულები და გიჩვენო თქუენ, რაჲ-იგი გიყო თქუენ. |
33:6 |
და განიძარცვეს ძეთა ისრაჱლისათა სამკაულები მათი და სამოსელი მთასა მას ქორებს. |
33:7 |
და მოიღო მოსე კარავი იგი მისი და აღმართა იგი გარეშე ბანაკსა მას. და ეწოდა მას კარავი საწამებელი. და იყო, ყოველი რომელი ეძიებდა უფალსა, განვიდოდა კარავსა მას გარეშე ბანაკსა მას. |
33:8 |
და რაჟამს შევალნ მოსე ბანაკსა მას, გარე დგა ერი იგი და იხედავნ კაცად-კაცადი კარავსა თჳსისაჲთ და ხედვიდიან მი-რაჲ-ვალნ მოსე, ვიდრემდის შევიდის კარავსა მას. |
33:9 |
და ვითარცა შევიდის მოსე კარავსა მას, გარდამოჴდის სუეტი იგი ღრუბლისა და დადგის კართა თანა მის კარვისათა და ეტყჳნ უფალი მოსეს. |
33:10 |
და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა ზედა მის კარვისათა. და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა თჳსისაჲთ. |
33:11 |
და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით. |
33:12 |
და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ. |
33:13 |
უკუეთუ ვჰპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო შენ, რათა ვსცნა მე, ვითარმედ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ შენი არს ნათესავი ესე. |
33:14 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მე თავადი წინაწარგიძღვე და შეგიყვანო შენ. |
33:15 |
და ჰრქუა უფალსა მოსე: უკუეთუ შენ არა მოხვალ ჩუენ თანა, ნუ აღმიყვანებ ჩუენ ამიერ. |
33:16 |
და ვითარმედ საცნაურ იყოს ჭეშმარიტად, რამეთუ ვჰპოე მადლი წინაშე შენსა, არამედ მოსლვასა მას შენსა ჩუენ თანა ვიდიდნეთ მე და ესე უფროს ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. |
33:17 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: ეგეცა სიტყუაჲ, რომელი სთქუ, ვყოვე, რამეთუ გიპოვნიეს მადლი წინაშე ჩემსა და გიცი შენ უმეტეს ყოველთასა. |
33:18 |
და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩვენე დიდებაჲ თავისა შენისა. |
33:19 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო. |
33:20 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა. |
33:21 |
და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა. |
33:22 |
რაჟამს წარვიდოდის დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო შენ ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. |
33:23 |
და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი ვერ იხილო. |