6:1 |
ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით. |
6:2 |
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი, |
6:3 |
რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ? |
6:4 |
და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა. |
6:5 |
და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი. |
6:6 |
წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდ-დიდითა. |
6:7 |
და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა. |
6:8 |
და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან. |
6:9 |
ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა. |
6:10 |
ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: |
6:11 |
შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით. |
6:12 |
იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე უსიტყუ ვარ? |
6:13 |
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით. |
6:14 |
და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი. |
6:15 |
ესე არიან ნათესავნი რუბენისნი და ძენი სჳმეონისნი: იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი. |
6:16 |
და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ. |
6:17 |
და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა მამათმთავართა მათისანი. |
6:18 |
და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ. |
6:19 |
და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი. |
6:20 |
და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი, ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ. |
6:21 |
და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი. |
6:22 |
და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი. |
6:23 |
და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ. |
6:24 |
და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი კორესნი. |
6:25 |
და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა. |
6:26 |
ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით. |
6:27 |
ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე. |
6:28 |
დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ. |
6:29 |
და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო? |