კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« გამოსლვათა »
გამოსლვათა 1
გამოსლვათა 2
გამოსლვათა 3
გამოსლვათა 4
გამოსლვათა 5
გამოსლვათა 6
გამოსლვათა 7
გამოსლვათა 8
გამოსლვათა 9
გამოსლვათა 10
გამოსლვათა 11
გამოსლვათა 12
გამოსლვათა 13
გამოსლვათა 14
გამოსლვათა 15
გამოსლვათა 16
გამოსლვათა 17
გამოსლვათა 18
გამოსლვათა 19
გამოსლვათა 20
გამოსლვათა 21
გამოსლვათა 22
გამოსლვათა 23
გამოსლვათა 24
გამოსლვათა 25
გამოსლვათა 26
გამოსლვათა 27
გამოსლვათა 28
გამოსლვათა 29
გამოსლვათა 30
გამოსლვათა 31
გამოსლვათა 32
გამოსლვათა 33
გამოსლვათა 34
გამოსლვათა 35
გამოსლვათა 36
გამოსლვათა 37
გამოსლვათა 38
გამოსლვათა 39
გამოსლვათა 40

« გამოსლვათა 34 [BIB - xx] »
34:1 ჰრქუა უფალმან მოსეს: გამოჰქმნენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი, ვითარცა-იგი პირველნი და აღმოვედ ჩემდა მთასა ამას, და დავსწერნე ფიცართა სიტყუანი იგი, რომელნი წერილ იყვნეს პირველთა მათ ფიცართა, რომელნი შეჰმუსრენ.
34:2 და იყავ შენ განმზადებულად განთიადისა და აღმოხჳდე მთასა სინასა და დასდგე მუნ მწუერვალსა მთისასა.
34:3 და ნუ ვინ აღმოვალნ შენ თანა და ნუ ვინ იპოვებინ ყოველსა მას მთასა და საცხოვარი და ზროხა ნუ ძოვნ მახლობელად მთასა მას.
34:4 და გამოთალნა მოსე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა-იგი პირველნი და აღიმსთო განთიად და აღვიდა მთასა მას სინასა, ვითარცა-იგი უბრძანა მას უფალმან. და მიიხუნა მოსე მის თანა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი.
34:5 და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და დგა მოსე მუნ და ხადა სახელი უფლისაჲ.
34:6 და წარმოვიდა უფალი წინაშე მისსა და უწოდა: უფალი ღმერთი, მოწყალე, შემწყნარებელ, სულგრძელ, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.
34:7 რომელმან დამარხის სიმართლე და ყვის წყალობა ათასამდე ნათესავად. და აჰჴოცის უსჯულოებანი და სიცრუენი და ცოდვანი და თანამდებნი იგი არა განწმიდის და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე.
34:8 და ისწრაფა მოსე, მოდრკა და თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასაზედა.
34:9 და ჰრქუა: უკუეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, მოვედინ უფალი ჩუენ თანა, რამეთუ ერი ესე ქედფიცხელ არს, და გჳლხინებდე შენ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა შენდად.
34:10 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ესერა, მე აღგითქუამ შენ აღთქუმასა წინაშე ყოვლისა ერისა შენისა და ვქმნე დიდებული, რომელი არა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა. და იხილოს ყოველმან ნათესავმან მაგან, რომელთა შორის ხარ შენ საქმედ უფლისა.
34:11 რამეთუ საკჳრველ იყო, რომელ გიყო შენ, ეკრძალე ყოველსა, რომელსა გამცნებ შენ, და აჰა, მე განვასხნე პირისაგან თქუენისა ამორეველნი იგი, და ქანანელნი, და ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იაბოსელნი.
34:12 ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ.
34:13 ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა.
34:14 რამეთუ არა ჴელ-გეწიფების თქუენ თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა, რამეთუ უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს, ღმერთი მოშურნე არს.
34:15 ნუუკუე აღუთქუა აღთქუმაჲ მკჳდრთა მის ქუეყანისათა და ისიძჳდეთ კუალსა მას შედგომად ღმერთთა მათთასა, დაუკლვიდენ კერპთა მათთა, და გხადოდიან შენ და სჭამო შენ ნაკერპავი იგი მათი.
34:16 და მოჰგვარნეთ ასულნი მათნი ძეთა თქუენთა, და ასულნი თქუენნი მისცნეთ ძეთა მათთა, და ისიძჳდენ ასულნი შენნი შემგომად კერპთა მათთა, და ძენი შენნი ისიძჳდენ შედგომად კერპთა მათთა.
34:17 და ღმერთნი გამოდნობილი არა იქმნეთ.
34:18 და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ. შჳდ დღე სჭამო უცომოჲ, ვითარცა-იგი გამცენ ჟამსა მას ოდენ თთუესა მას ახალსა, რამეთუ თთუესა მას ახალსა გამოხვედ შენ ქუეყანით ეგჳპტით.
34:19 ყოველმან, რომელმან პირველად განაღოს საშოჲ წულან, ჩემი არს.
34:20 პირმშოჲ ზროხათა და პირმშოჲ ცხოვართა და პირმშოჲ კარაულისაჲ იჴსნე ცხოვართა, უკეთუ არა იჴსნე, სასყიდელი მისცე მისი. ყოველი პირმშოჲ ძე შენი იჴსნე. არა მეჩუენო წინაშე ჩემსა ცალიერი.
34:21 ექუს დღე იქმოდე და მეშჳდესა დღესა დააცადე თესლი შენი და სამკალი შენი დააცადე.
34:22 დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა.
34:23 სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
34:24 რაჟამს განვასხნე ნათვსავნი იგი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი, არავის გულმან უთქუას ქუეუანისათჳს შენისა, რაჟამს აღხჳდოდე შენ შემთხუევად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა სამგზის წელიწადსა.
34:25 არა დაჰკლა ცომსა ზედა სისხლი საკლველთა ჩემთაჲ. და არა დაადგრეს განთიადმდე საკლველი დღესასწაულისა მის ვნებათა.
34:26 პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა.
34:27 ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერენ თავისა შენისა სიტყუანი ესე, რამეთუ ამათ სიტყვათა ზედა დაგიდებ შენ საშჯელსა ისრაჱლისასა.
34:28 და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი.
34:29 და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ.
34:30 და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა.
34:31 და უწოდა მათ მოსე და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი კრებულისანი და ეტყოდა მათ მოსე.
34:32 და ამისა შემდგომად მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი და ამცნო მათ ყოველი, რაოდენსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად მათდა მიმართ, დაიბურა საფარველი პირსა მისსა.
34:33 და ოდეს შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, აღიჴადის საბურველი იგი ვიდრე გამოსლვადმდე მისა და გამო-რა-ვიდის, ეტყჳნ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი უბრძანის უფალმან.
34:34 და იხილეს ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო. და დაიბურის მოსე საფარველი პირსა მისსა ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა თანა ზრახვად მისსა.

© 2010, გია შერვაშიძე