30:1 |
და ჰქმნე საკურთხეველი საკუმეველისა ძელთაგან ულპოლველთა. |
30:2 |
და ჰქმნა იგი წყრთეულ სიგრძით და წყრთეულ სივრცით, მოთხჳთ იყოს იგი, და ორ წყრთეულ სიმაღლედ. მისგანვე იყვნედ რქანი მისნი და ოქროვან. |
30:3 |
ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა იატაკი მისი და კედელნი მისნი გარემოჲს და რქანი მისნი, უქმნნე მას ღულარჭნილი გჳრგჳნი ოქროჲსა გარემოჲს. |
30:4 |
და ორნი კარშიკნი ოქროჲსანი წმიდანი უქმნნე მას ღულარჭნილსა ქუეშე გჳრგჳნსა მისსა ორნი კიდენი |
30:5 |
უქმნნე ორთა ზედა გუერდთა, იყუნენ მარწუხად კუერთხებნი, რათა აღიღოდიან იგინი მით. |
30:6 |
და კუერთხნი იგი ჰქმნნე ძელთაგან ულპოლველთა და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა. |
30:7 |
და დასდგა იგი წინაშე კრეტსაბმელისა, რომელი არს კიდობანსა ზედა საწამებელთასა, რთმელთა შინა გეცნობებოდი მე შენ მუნ. |
30:8 |
და აკუმიოს მას ზედა აჰრონ საკუმეველი შეზავებული წყლითა განთიად-განთიად, რაჟამს განჰმზადებდეს სასანთლეთა, აკუმიოს მას ზედა სამარადისოდ. |
30:9 |
და რაჟამს აღანთებდეს აჰრონ სასანთლესა, მწუხრი აკუმიოს მას ზედა საკუმეველი სამიმდემო მარადის წინაშე უფლისა ნათესავსა შინა მათსა. |
30:10 |
და არა აღვიდეს მას ზედა საკუმეველი სხუა, ნაყოფვბაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი არა შეწირულ იქმნნეს მას ზედა. |
30:11 |
და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა უფლისა არს. |
30:12 |
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმა: უკუეთუ მოიღო შენაკრები ძელთაგან ისრაჱლისათა მოხედვასა შინა მათსა და მისცეს კაცად-კაცადმან საჴსარი სულისა თჳსისა უფალსა. და არა იყოს მათ შორის დაცემაჲ მოხედვასა შინა მათსა. |
30:13 |
და ესე არს, რომელი მისცენ, რომელნი თანა წარიჴდიდენ მოხედვასა, ნახევარი დიდრაქმისა, რომელ არს სიწმიდე დიდრაქმისაებრ, ოცი დანგი არს დიდრაქმაჲ, ხოლო კერძოჲ დიდრაქმისა სახარკოჲ უფლისაჲ. |
30:14 |
ყოველი, რომელი წარიჴდიდეს მოხედვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაესი, მისცენ სახარკოჲ უფალსა. |
30:15 |
მდიდარმან არა შემატოს და მკოდოვანმან არა დააკლოს. |
30:16 |
ნახევრისაგან დიდრაქმისა მი-რა-სცემდით უფალსა სახარკოჲსა ძენი ისრაილისანი ლხინებისათჳს სულთა თქუენთასა და მოიღო ვეცხლი სახარკოჲსა ძეთაგან ისრაჱლისათა და მისცე იგი საქმარად კარვისა საწამებელისა. და იყოს ძეთათჳს ისრაჱლისათა მოსაჴსენებელად წინაშე უფლისა ლხინებისათჳს სულთა მათთასა. |
30:17 |
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი: |
30:18 |
ქმენ ემბაზი რვალისა და ხარისხი მისი რვალისა დასაბანელად დასდგა იგი შორის კარვისა საწემებელისა და შთაასხა მას შინა წყალი. |
30:19 |
დაიბანოდიან აჰრონ და ძენი მისნი მისგან ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა. |
30:20 |
რაჟამს შევიდოდინ კარვად საწამებელისად, დაიბანოდინ წყლითა, რათა არა მოკუდენ, ანუ რაჟამს მოუჴდებოდინ საკურთხეველსა მსახურებად და შეწირვად უფლისა ყოვლად დასაწველთა. დაიბანოდინ ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა წყლითა. |
30:21 |
და არა მოკუდენ და იყო მათდა და ნათესავთა მისთა. |
30:22 |
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი: |
30:23 |
და შენ მოიხვენ სულნელი ყვავილი ზმჳრნისა რჩეულისა ხუთასი სიკილა და კინამო სულნელთა ნახევარი მისი - ორის და ერგასისი და საკუმეველი და კალამი სულნელთა - ორის და ერგასისი. |
30:24 |
და ირეოს ხუთასი სიკილაჲ წმიდისა და ზეთი ზეთთაგან სათველი ერთი. |
30:25 |
და ჰქმნე იგი ზეთი საცხებელი წმიდაჲ მიჰრონად მიჰრონობითად ნაჴელოვნებად მემიჰრონისად, ზეთი ცხებისა წმიდა იყოს. |
30:26 |
და სცხო მისგან კარავსა წამებისასა და კიდობანსა მას საწამებელისა, |
30:27 |
და საკურთხეველსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, სასანთლესა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საკურთხეველსა საკუმეველთასა, საკურთხეველსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მათთა. |
30:28 |
და ტრაპეზსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საბანელსა და ხარისხსა მისსა. |
30:29 |
და განწმიდნე იგინი და იყავნ წმიდაჲ წმიდათა. ყოველი, რომელი შეეხოს მათ, წმიდა იქმნეს. |
30:30 |
და აჰრონს და ძეთა მისთა სცხო და წმიდა-ჰყვნე იგინი მღდელობად ჩემდა. |
30:31 |
და ძეთა ისრაჱლისათა ჰრქუა მეტყუელმან: ზეთი, საცხებელი ცხებისა, წმიდა იყოს ესე თქუენდა უკუნისამდე. |
30:32 |
და ჴორცსა კაცისასა არა შეეხოს და მსგავსად შეზავებულობისა მისისა ჰქმნე ეგრეთვე, რამეთუ წმიდა არს და სიწმიდე იყოს თქუენდა. |
30:33 |
რომელმან ქნეს ეგრეთვე და რომელმან უქმნეს უცხოთესლსა, მოისპოს იგი ერისგან თჳსისა. |
30:34 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიღე შენ სუნელი შტახსი და ფრჩხილი და ბანე და გუნდრუკი მჭვინარე სწორ-სწორი იყოს. |
30:35 |
და ჰქმნე იგი საკუმეველად მენელსაცხებელთა ქმნულად ნელსაცხებლის მგბოლველთად, აღზავებული განრჩეული წმიდაჲ. |
30:36 |
და მოჰგალო ამისგან წვლილად და დასდვა იგი წინაშე საწამებელთასა და კარსა მას კარისა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადოდი შენ, წმიდაჲ წმიდათა იყოს საკურთხეველი იგი თქუენდა ამის ქმნულებისაებრ. |
30:37 |
არა ჰქმნათ თავისა თქუენისა სხუაჲ საკუმეველი, სიწმიდე უფალი იყოს თქუენდა. კაცმან, რომელმან ქმნეს ეგრევე, ვითარცა იყნოსა იგი, წარწყმდეს იგი ერისაგან თჳსისა. |