38:1 |
ქმნა საკურთხეველი იგი რვალისაჲ (საცეცხურთა მათგან რვალისათა, რომელნი იყვნეს კაცთა მათ მის მკრებელთაჲ კრებულისა მის კორესისა) ძელთაგან ულპოლველთა, ხუთ წყრთა- სიგრძე მისი და ხუთ წყრთა - სივრცე მისი ოთხკუთხედად და სამ წყრთა - სიმაღლე მისი. |
38:2 |
და ქმნა რქანი მისნი ოთხთა მათ კიდეთა მისთასა, დასაწყისითვე მისით იყვნეს რქანი მისნი და შემოსნა იგინი რვალითა. |
38:3 |
ამან ქმნა ყოველივე იგი სასანოვაგე ჭურჭელი საკურთხეველისაჲ, ხარისხი მისი და საცეცხური მისი, ფიალები მისი და ფუცხები მისი რვალისაჲ. |
38:4 |
ამან ქმნა გარემოსადგმელი იგი საკურთხეველისაჲ, ქმნული კანკლედად ქვეშე საცეცხურისა მის ქვემორე ვიდრე საშუალამდე მისა. |
38:5 |
და განასხნა მას ოთხნი გრკალნი რვალისანი ოთხთა მათ კიდეთა გარემოსადგმელისა მის საკურთხეველისათა რვალისანი. |
38:6 |
და ქმნა სალხინებელი ძელთაგან ულპოლველთასა და შემოსა იგი რვალთათა. |
38:7 |
და შეაცვნეს გრკალნი ტაბლისა მის კერძო აღსაღებელად ტაბლისა, მათ მიერ ყოვლითურთ ფიცრითა შეძერწული, და ქმნა შინაგანი მისი ცალიერ. |
38:8 |
ამან ქმნა საბანელი იგი რვალისაჲ და ხარისხი მისი რვალი სარკეთა მათგან მმარხველთა დედათაჲსა, რომელნი იმარხვიდეს წინაშე კართა მის კარვისა საწამებელისათა დღესა მას, რომელსა აღმართა კარავი იგი. |
38:9 |
და ჰქმენი ეზოჲ იგი სამხრით კერძო და წალაები იგი მისი ზეზისაგან ძახილისა, ას წყრთა - სიგრძე, ასი - სივრცე. |
38:10 |
სუეტები მათი - ოც და ხარისხები მათი - ოც რვალისაჲ, გარემოჲს სუეტები და სუეტების თავი - ვეცხლისა. |
38:11 |
და გვერდი იგი ბღუარით კერძო და გარემოჲს სუეტის თავნი შეძერწულ ვეცხლითა. |
38:12 |
და გვერდი იგი ზღუდით კერძო, ეზოები - ერგასის წყრთა, სუეტები მათი - ათ და ხარისხები მათი - ათ და გარემოჲს სუეტთა და სუეტის თავნი - შეძერწულ ვეცხლითა. |
38:13 |
და გვერდი იგი - აღმოსავალით კერძო ერგასის წყრთა, ეზოჲ წარმოსატევებელ. |
38:14 |
ათხუთმეტ წყრთა სამხრით კერძოჲსა, სუეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ. |
38:15 |
და ზურგით კერძოჲსა მას მეორესა ამიერ და იმიერ ბრჭისა მისებრვე ეზოჲსა, ეზოები ათხუთმეტ წყრთით და სვეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ. |
38:16 |
და ყოველი იგი ეზოჲსა მის კარვისა გარემოს ზეზსაგან ძახილისა. |
38:17 |
და ხარისხები სუეტებისა მის რვალისაჲ, და იდაყუნი მათნი ვეცხლისანი, და სუეტის თავნი მათნი - შემოსილნი ვეცხლითა და სუეტნი მისნი - შემოსილ ვეცხლითა. |
38:18 |
ყოველივე სვეტები ეზოჲსა მის და დასახურველი ბჭისა მის ეზოჲსაჲ - ქმნული ჭრელებულად იაკინთისაგან და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ოც წყრთა - სიგრძე და სივრცე - ათხუთმეტ წყრთა, სწორედ ეზოებისა მის წარმოსატევებელისა ეზოჲსა დიდისა. |
38:19 |
და სუეტები მათი ოთხ და ხარისხები მათი ოთხ, რვალისა, და იდაყუები იგი მათი ვეცხლისა და სვეტის თავნი შემოსილი ვეცხლითა. |
38:20 |
და ყოველი სუეტები კარვისა გარემოჲს რვალისა. |
38:21 |
და ესე არს ბრძანებისა განწესებაჲ კარვისა მის საწამებელისაჲ, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოსცა მოსეს მსახურებისა მის ყოფაჲ ლევიტელთა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდლისაჲთა, |
38:22 |
ბესელიელ, ძემან ურისმან, ტომისაგან იუდაჲსმან, ქმნა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
38:23 |
და ელიაბ, ძე აქისმაქისი, ტომისაგან დანისა, რომელი ხუროთმოძღურებდა ქსოვილსა მას, და ნემსულსა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა და ზეზსა. |
38:24 |
ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროჲ მის შესაწირავისაჲ ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას და ოცდაათ სიკილა სიკილითა მით წმიდითა. |
38:25 |
და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა (ასი ქანქარი და ათას შვიდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკილა დიდრაჰქმაჲ ერთი, თავად-თავად ნაზოგალი სიკილისაჲ, სიკილითა მით წმიდითა), ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას, ოცის წლითგან და უზეშთაესი ექუსასი ბევრისა სამ ათას ხუთას ერგასის. |
38:26 |
და იყო ასი იგი ქანქარი ვეცხლისაჲ გამოსადნობელად და სხმით სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეტსაბმელისა და ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისაჲ. |
38:27 |
ქანქარი ას და ერთი იყო სუეტის თავი ერთი. |
38:28 |
და ათას შვიდას სამეოცდაათხუთმეტი სიკილაჲ ქმნეს იდაყვებად სუეტებისა მის, და ოქროცხებულ სუეტის თავები იგი შეემკო. |
38:29 |
და რვალი იგი შესაწირავისაჲ სამეოცდაათი ქანქარი იგი და ორ ათას ოთხასი სიკილაჲ. |
38:30 |
ქმნა მისგან ხარისხები იგი ბჭეთა მათ კარვისა მის საწამებელისათა ტაბლა პილენძისა ღა მარჯუენით კერძო ტაბლისა მის პილენძისა და ყოველივე ტაბლა და ხარისხნი გარეგან კრეტსაბმელისად. |
38:31 |
და ხარისხები ბჭეთა მის ეზოჲსთა და ყოველი მანაებად კარვისა მის და მანაებად ეზოსა მის გარემოჲს და მოსადგმელი იგი იაკინთისა და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა. |