26:1 |
და კარავი ჰქმნე ათ ეზოებად ბისონისა ძახილისა და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა; ქერობინად ქმნულად ქსოილად ჰქმნნე იგინი. |
26:2 |
სიგრძე ეზოჲსა ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა ეზოჲსა ერთისა იყოს საზომი, იგივე იყოს ყოველთა ეზოთაჲ. |
26:3 |
ხუთნი ეზონი იყვნენ მახლობელნი ერთკერძო და ხუთნივე იგი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა. |
26:4 |
და უქმნე მათ კილოები ჳაკინთისა ძგიდესა ზედა ეზოჲსა ერთისასა ერთისა კერძოჲსაგან შესაკინძველად და ესრეთ ჰყო ძგიდისაგან გარეგანისა ეზოჲსა შესაკინძველად მეორისა. |
26:5 |
ხოლო ერგასისნი კილონი უქმნნე ეზოსა ერთსა და ერგასისნი კილონი უქმნნე კერძოსა ეზოჲსასა შესაკინძველად მეორისა, წინაშე პირსა წინა ემთხჳოს თჳთოეული მათი ურთიერთას. |
26:6 |
და ჰქმნნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳლო ეზოები მოყუასი მოყუასსა კარშიკებითა და იყოს კარავი ერთი. |
26:7 |
და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა საფარველად კარვისა მის, ათერთმეტი გარდასაბურველი უქმნე მათ. |
26:8 |
სიბრძე გარდასაბურველისაჲ ერთისაჲ იყოს ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა სივრცე გარდასაბურველისა ერთისაჲ, საზომი იგივე იყოს გარდასაბურველთა ათერთმეტთაჲ. |
26:9 |
და შეიყვნენ ხუთნი გარდასაბურველნი ერთბამად და ექუსნი გარდასაბურველნი ერთბამად; და შემოჰკეცო მეექუსე იგი გარდასაბურველი წინაშე პირსა კარვისასა. |
26:10 |
და ჰქმნნე ღილნი ერგასისნი ძგიდესა ზედა გარდასაბურველისასა, რომელი შეეკინძებოდის მეორესა. |
26:11 |
და ჰქმნნე კარშიკნი რვალისანი ერგასისნი და შეაკინძო კარშიკები იგი კილოებითა მით, შეაბრძჳლნე გარდასაბურველნი და იყვნენ ერთ. |
26:12 |
და შეუკეცო დამატებული გარდასაბურველთა შორის კარვისათა, ნახევრითა გარდასაბურველითა დაშთომილისათა დაჰბურო დამეტებული გარდასაბურველთა კარვისათა, დაჰბურო უკუანა კერძო კარვისა. |
26:13 |
წყრთაჲ ამიერ და წყრთაჲ იმიერ ნამეტავისაგან სიგრძისა საბურველთასა გარდასაბურველთაგან კარვისათა იყოს დამფარველ გუერდთა ზედა კარვისათა ამიერ და იმიერ, რათა დაჰფარვიდეს. |
26:14 |
და ჰქმნე საფარველიცა კარვისა ტყავნი ვერძთანი მეწამულად ღებულნი და ზედა საბურველნი ტყავნი ჳაკინთის ფერნი ზედა კერძო. |
26:15 |
და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა. |
26:16 |
ათ წყრთა სიგრძე ერთისა სუეტისა და წყრთა ერთ და ნახევარ |
26:17 |
სივრცე ერთისა ორნი იდაყუნი სუეტსა მას ერთსა, წინააღმდგომნი ერთი ერთისაჲ. ესრეთ უყო ყოველთა სუეტთა კარვისათა. |
26:18 |
და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ოცნი სუეტნი ერთ კერძო ჩრდილოთ კერძო. |
26:19 |
და ორმეოცი სუეტის თავები ვეცხლისა უქმნე ოცთა მათ სუეტთა, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა. |
26:20 |
და ნაწილსა მეორესა სამხრით კერძოსა - ოცნი სუეტნი. |
26:21 |
და ორმეოცნი სუეტის თავნი მათნი ვეცხლისანი, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა. |
26:22 |
და უკუანა კერძო კარვისა ზღუად მიმართ ჰქმნნე ექუსნი სუეტნი. |
26:23 |
და ორნი სუეტნი ჰქმნნე ყურეთა მის კარვისათა ზურგით კერძო. |
26:24 |
და იყვნენ სწორ ქუენა კერძო და მისებრვე იყუნენ სწოტნი სუეტის თავთაგან შესანაწევრებელად ერთად. ესრეთ უყო ორკერძოთავე მათ ორთა ყურეთა, რათა სწორ იყვნენ. |
26:25 |
და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისანი ათექუსმეტნი. ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორთავე კერძოთა მისთა. |
26:26 |
და ჰქმნნე მოქლონნი ძელთაგან ულპოლველთა ხუთნი ერთსა სუეტსა ერთკერძო კარვისა. |
26:27 |
და ხუთნი მოქლონნი ერთსა სუეტსა მეორესა კერძსა კარვისასა და ხუთნი მოქლონნი უკუანასა სუეტსა ზღუად მიმართსა კერძოსა კარვისასა. |
26:28 |
და მოქლონი იგი შუა მოქმედებდენ საშუალ სუეტთასა ერთისა კერძოჲსგან მეორისა კერძისა მიმართ. |
26:29 |
და სუეტნი იგი ოქრომოსილ ჰყვნე ოქროჲთა და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი, რომელთა განაცუნე მოქლონნი იგი და ოქროვან-ჰყვნე მოქლონნი იგი ოქროჲთა. |
26:30 |
და აღჰმართო კარავი იგი სახისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა. |
26:31 |
და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა, ნაქმარად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად. |
26:32 |
და დასდვა ოთხთა სუეტთა ზედა ულპოველთა, შემოსილთა ოქროჲთა და სუეტისთავნი მათნი ოქროჲსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი - ვეცხლისანი. |
26:33 |
და დასდვა კრეტსაბმელი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ უშინაგანეს კრეტსაბმელისა კიდობანი წამებისაჲ და განგიწვალებდეს თქუენ კრეტსაბმელი იგი შორის წმიდისა მის და შორის წმიდისა წმიდათასა. |
26:34 |
და დაჰფარო კრეტსაბმელითა კიდობანი იგი წამებისაჲ წმიდათა შინა წმიდათასა. |
26:35 |
და დასდვა ტაბლა გარეშე კრეტსაბმელისა და სასანთლე წინაშე ტაბლისა სამხრად მიმართსა კერძოსა კარვისასა და ტაბლაჲ დასდვა ჩრდილოდ მიმართსა კერძოსა კარვისასა. |
26:36 |
და ჰქმნე განსამარტებელი ჳაკინთისგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა ნაქმრად ჭრელებულად: |
26:37 |
და უქმნე კრეტსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი ხისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა და სუეტის თავნი მათნი ოქროჲსანი და გამოადნვნე მათგან ხუთნი ხარისხნი რვალისანი. |