27:1 |
და ჰქმნე საკურთხეველი ძელთაგან ულპოლველთა ხუთ წყრთა სიგრძე და ხუთ წყრთა სივრცე მისი, მოთხვითი იყოს საკურთხეველი იგი და სამი წყრთა სიმაღლე მისი. |
27:2 |
და უქმნნე რქანი ოთხთა კიდეთა მისთა. მისგანვე იყვნენ რქანი მისნი და დაჰფარნე იგინი რვალითა. |
27:3 |
და უქმნნე გჳრგჳნი საკურთხეველსა, დასაბურავი მისი და ფიალები მისი და ფუცხუები მისი და საცეცხური მისი და ყოველი ჭურჭელი მისი ჰქმნე რვალისა. |
27:4 |
და უქმნე ლანძჳ ბადის სახე რვალისაჲ და აქმნე ლანძუსა ოთხნი ბეჭედნი რვალისანი ოთხთა კიდეთა მისთა. |
27:5 |
და შემოუდრიკნე იგინი ლანძუსა მას საკურთხეველისასა ქუეშე კერძო, ხოლო იყოს ლანძჳ იგი ვიდრე ნახევრადმდე საკურთხეველისა. |
27:6 |
და უქმნე აღსაღებელი საკურთხეველსა მას ძელთაგან ულპოლველთა და გარე შეჰრვალნე იგინი რვალითა. |
27:7 |
და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა მათ და იყვნენ აღსაღებელნი იგი ორთავე გუერდთა საკურთხეველისათა აღსაღებელად მისსა. |
27:8 |
გრძელოვნად ფიცრედად ჰქმნე იგი ჩუენებულისაებრ შენდა მთასა ზედა, ეგრეთ ჰქმნნე. |
27:9 |
და ჰქმნე ეზოჲ ტაძრისა კერძოჲსაჲ სამხრად მიმართსა, კრეტსაბმელი ეზოჲსაჲ ბისონისგან ძახილისა, სიგრძე - ასი წყრთაჲ ერთისა მის მომრგულებისაჲ. |
27:10 |
და სუეტნი მათნი ოცნი და ხარისხნი მათნი - ოცნი რვალისანი და კარშიკნი მათნი და მარწუხნი მათნი - ვეცხლისანი. |
27:11 |
ეგრეთვე კერძოსა აღმოსავლად მიმართსა - კრეტსაბმელი, ასი წყრთა სიგრძით და სუეტნი მისნი ოცნი - რვალისანი და ხარისხნი მისნი ოცნი - რვალისანი და კარშიკნი მისნი და მარწუხნი სუეტთანი და ხარსხნი - გარემოვეცხლულ ვეცხლითა. |
27:12 |
ხოლო სივრცე ეზოჲსა ზღჳთ კერძოჲსა - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მისნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ. |
27:13 |
ხოლო სივრცე ეზოჲსა ჩრდილო კერძოჲსაჲ - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მათნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ. |
27:14 |
და ათხუთმეტი წყრთაჲ - სიმაღლე კრეტსაბმელთა ერთისა მის კერძოჲსათა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ. |
27:15 |
და მეორისა კერძოჲსა - ათხუთმეტი წყრთაჲ სიმაღლე კრეტსაბმელთა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ. |
27:16 |
და ბჭესა მას ეზოჲსასა საბურველი - ოცი წყრთაჲ სიმაღლით ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ჭრელად ნემსულისა სუეტნი მისნი - ოთხ და ხარისხნი მისნი - ოთხ. |
27:17 |
ყოველნი სუეტნი ეზოჲსანი გარემოჲს - რვალისანი და მოვეცხლილნი ვეცხლითა, სუეტის თავნი მათნი - ვეცხლისანი და ხარისხნი მაინი - რვალისანი. |
27:18 |
ხოლო სიგრძე ეზოჲსა - ასი ასსა თანა და სივრცე - ერგასისი ერგასისსა თანა, და სიმაღლე - ხუთ წყრთა ბისონისაგან გრეხილისა და ხარისხნი მათნი რვალისანი. |
27:19 |
და ყოველი სამზადისი კარვისა და ყოველნი ჭურჭელნი და მანანი მის ეზოჲსანი - რვალისანი. |
27:20 |
და შენ ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე ზეთი ზეთთაგან უთხლეო, წმიდა, წურვილი სანთებლად, რათა მარადის ენთებოდის სასანთლე. |
27:21 |
კარავსა შინა წამებისასა გარეშე კრეტსაბმელსა ზედა კერძოსა აღთქუმისასა ანთებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან ვიდრე განთიადადმდე წინაშე უფლისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა ძეთა მიერ ისრაჱლისათა. |