19:1 |
და თთუესა მესამესა გამოსლვისა ძეთა ისრაელისათასა ქუეყანით ეგჳპტით, ამას დღესა მოვიდეს უდაბნოდ სინად. |
19:2 |
და იტრნეს რაფიდინით და მოვიდეს უდაბნოდ სინაჲსა და დაიბანაკა მუნ ისრაჱლმან წინაშე მთისა. |
19:3 |
და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა და უწოდა მას ღმერთმან მთით გამომეტყუელმან: ესე ჰრქუენ სახლსა იაკობისასა, მიუთხრენ ძეთა ისრაჱლისათა. |
19:4 |
თჳთ იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგჳპტელია და აღგიხუენ თქუენ ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა და შემოგკრიბენ თქუენ თავისა მიმართ ჩემისა. |
19:5 |
და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმაჲ ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპუროჲ ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ. |
19:6 |
ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა. |
19:7 |
ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან. |
19:8 |
და მიუგო ყოველმან ერმან ერთბამად და თქუა: ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და მიაწინა მოსე სიტყუანი ერისანი ღმრთისა მიმართ. |
19:9 |
ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას ერსა. ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და მიუთხრობდა მოსე სიტყუათა ერისათა უფალსა. |
19:10 |
ხოლო უფალი ეტყოდა მოსეს: შთავედ და უწამე ერსა და განწმდენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხნენ სამოსელნი მათნი. |
19:11 |
და იყვნენ მზა დღესა მესამესა, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოვიდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა. |
19:12 |
და განაყენო ერი გარემოჲს მეტყუელმან: ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს. |
19:13 |
არა შეეხოს მას ჴელი, რამეთუ ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად. |
19:14 |
და შთამოვიდა მოსე მთით ერისა მომართ და განწმიდნა იგინი და განირსხნეს სამოსელნი მათნი. |
19:15 |
და ჰრქუა ერსა: იყვენით მზა, სამთა დღეთა ნუ შეხუალთ დედაკაცისა. |
19:16 |
ხოლო იყო მესამესა დღესა, იქმნა რაჲ ცისკარი, იქმნეს ჴმანი და ელვანი და ღრუბელი ალმურიანი მთასა ზედა სინასა, ჴმაჲ საყჳრისა ოხრიდა დიდად და შეშინდა ყოველი ერი ბანაკსა შინა. |
19:17 |
განიყვანა მოსემან ერი შემთხუევად ღმრთისა გარეშე ბანაკისა და წარდგეს წინაშე მთისა. |
19:18 |
ხოლო მთაჲ სინა მკმოლვარე იყო ყოვლად გარდამოსლვისათჳს ღმრთისა მას ზედა ცეცხლითა. და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისა. |
19:19 |
და განკჳრდა ყოველი ერი ფრიად და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად და მოსე იტყოდა, ხოლო ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა. |
19:20 |
და გარდამოვიდა უფალი მთასა ზედა სინასა, თხემსა ზედა მთისასა, და უწოდდა უფალი მოსეს მიმართ თხემსა ზედა მთისასა და აღვიდა მოსე. |
19:21 |
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: შთავედ, უწამე ერსა, ნუსადა მიეახლნენ ღმრთისა მიმართ განცდად მთასა ზედა და დაეცეს მათგანი სიმრავლე. |
19:22 |
და მღდელნი, მახლობელნი უფლისა ღმრთისანი, წმიდა იყვნენ, ნუსადა მოაკუდინოს მათგან უფალმან. |
19:23 |
და თქუა მოსე ღმრთისა მიმართ: ვერ შეუძლებს ერი აღმოსლვად მთასა სინასა, რამეთუ შენ მიწამე ჩუენ, მეტყუელმან, განაჩინე მთაჲ და წმიდა-ყავ იგი. |
19:24 |
და ჰრქუა მას უფალმან: ვიდოდე, შთავედ და აღმოხჳდე შენ და აჰრონ შენ თანა, ხოლო მღდელნი და ერნი ნუ იიძულებიან აღსლვად ღმრთისა მიმართ, ნუსადა წარწყმიდოს მათგანი უფალმან. |
19:25 |
ხოლო შთავიდა მოსე ერისა მიმართ და ჰრქუა მათ. |