კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იგავთა »
იგავთა 1
იგავთა 2
იგავთა 3
იგავთა 4
იგავთა 5
იგავთა 6
იგავთა 7
იგავთა 8
იგავთა 9
იგავთა 10
იგავთა 11
იგავთა 12
იგავთა 13
იგავთა 14
იგავთა 15
იგავთა 16
იგავთა 17
იგავთა 18
იგავთა 19
იგავთა 20
იგავთა 21
იგავთა 22
იგავთა 23
იგავთა 24
იგავთა 25
იგავთა 28
იგავთა 29
იგავთა 30
იგავთა 31

« იგავთა 21 [BIB - xx] »
21:1 ვითარცა ნაკადელნი წყალთანი, ეგრეთვე გულნი მეფისანი - ჴელთა შინა ღმრთისათა, სადა ნებავს მიხედვად, მიაქციოს მუნით.
21:2 ყოველსა კაცსა ჰგონიეს თავი თჳსი განმართლებულად, ხოლო წარმმართებელი გულთაჲ ღმერთი არს.
21:3 საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი.
21:4 გონება დიდ გინებასა შინა კაცი გულფიცხელი, ხოლო ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა ცოდვაჲ.
21:5 ზრახვამოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრეს.
21:6 რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუილისათა, ამაო არს, და მისდევს იგი საფრჴეთა სიკუდილისათა.
21:7 მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სიმართლისა.
21:8 გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის უფალმან ღმერთმან, ხოლო წმიდა და მართალ საქმენი მისნი.
21:9 უმჯობეს არს ყოფაჲ ყურეთა ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპიტალებულთა სიცრუვით და სახლსა შინა შეგინებულსა ზოგებით.
21:10 სულსა უღმრთოთასა გული უთქუამნ უკეთურებასა და არავისგან შეწყნარებულ იქმნას კაცთაგანისა.
21:11 ზღუევასა ბილწისასა უგონიერეს იქმნას უმანკოჲ ხოლო გულისჴმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ.
21:12 გულისხუმა-ყვნეს მართალმან სულნი უღმრთოთანი, რამეთუ განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა.
21:13 რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ იყო, რომელმანცა ისმინა მისი.
21:14 მისაცემელმან იდუმალმან გარემიაქციოს რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობს, გულისწყრომაჲ აღადგინის ძლევად.
21:15 მხიარულებაჲ მართალთა საქმე სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე.
21:16 კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს.
21:17 კაცსა ნაკლულევანსა უყვარს საშუებელი, ხოლო, რომელსა უყვარდეს ღჳნოჲ და ზეთი, არა განმდიდრდეს.
21:18 ნარჩევ მართლისა უსჯულოჲ და წრფელისა წილ დაუდგრომელი.
21:19 უმჯობეს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა.
21:20 საუნჯე გულისსათქუმელი განუსუენებს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი.
21:21 გზათა სიმართლისა და წყალობისათა პოონ ცხორებაჲ, შეწყალებაჲ და დიდებაჲ.
21:22 ბრძენმან მიმართა ქალაქთა მაგართა და შემუსრა სიმაგრე, რომელ სასო იყო უღმრთოთა.
21:23 რომელმან დაიცვას პირი თჳსი და ენაჲ თჳსი დაიმარხოს, იჴსნას ჭირისაგან სული თჳსი.
21:24 ფიცხელსა და კადნიერსა და ლაღსა ბილწ ეწოდების, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს - უშჯულოჲ.
21:25 გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არა რაჲ უნებნ ჴელითა მისითა საქმედ.
21:26 უღმრთოსა გული უთქუმნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა ეწყალინ და სწყალობნ ურიდად.
21:27 მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირვენ მას.
21:28 მოწამე მტყუარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ.
21:29 კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინააღუდგეს პირსა, ხოლო წრფელმან თჳთ გულისხმა-ყუნის საქმენი მისნი.
21:30 არა არს კაცისა სიბრძნე, არა არს სიმჴნე, არა არს ზრახვაჲ მჴდომ უფლისა.
21:31 ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ.

© 2010, გია შერვაშიძე