8:1 |
ამისთჳს შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ. |
8:2 |
რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოების. |
8:3 |
ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების. |
8:4 |
თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთა. |
8:5 |
სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა თქუენსა. |
8:6 |
ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ, |
8:7 |
რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი. |
8:8 |
სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ. |
8:9 |
ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ. |
8:10 |
მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა, |
8:11 |
უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა. |
8:12 |
მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე. |
8:13 |
შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ. |
8:14 |
ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი. |
8:15 |
ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა. |
8:16 |
ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა. |
8:17 |
და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ. |
8:18 |
სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა. |
8:19 |
უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი უფროს ოქროჲსა რჩეულისა. |
8:20 |
გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი, |
8:21 |
რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა. |
8:22 |
უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე, |
8:23 |
დასაბამსა უწინარეს ქუეყანისა შესაქმისა, |
8:24 |
და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროჲსა წყალთასა, |
8:25 |
ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე. |
8:26 |
უფალმან შექმნა სოფელი და უბენი და კიდენი სოფლისანი და რომელნი არიან ცასა ქუეშე, |
8:27 |
რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ, და ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა ქართა ზედა. |
8:28 |
და ოდეს განაძლიერებდა ზესკნელთა ღრუბელთა ზედა, ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა წყაროთა ცასა ქუეშე, |
8:29 |
ოდეს-იგი დაუდვა ზღუასა წესი მისი, რათა არა გარდაჴდენ წყალნი ზედა პირსა მისსა. და ოდეს დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა, |
8:30 |
ვიყავ მის თანა მომზავებელ, მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა და დღითი დღედ ვიხარებდი წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა. |
8:31 |
ოდეს იშვებდა ქუეყანისა განსრულებასა ზედა, შვებულ იქმნა ძე კაცისაცა. |
8:32 |
შვილო, ისმინე ჩემი და ნეტარ იყვნენ, რომელთა გზანი ჩემნი დაიცვნენ. |
8:33 |
ისმინეთ სწავლა, რათა ბრძენ იყვნეთ, და ნუ დაიყოფთ სასმენელთა. |
8:34 |
ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი, და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის, და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა, |
8:35 |
რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ. |
8:36 |
ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი. |