7:1 |
შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა. |
7:2 |
შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნურავისსა გეშინის სხჳსა. დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხონდე და სიტყუანი ჩემნი, ვითარცა გუგანი თვალთანი. |
7:3 |
და იგინი გამოიწერენ თითითა შენითა ფიცართა გულისა შენისათა. |
7:4 |
მოხადე სიბრძნესა დად-ყოფად შენდა, და მოუწოდე გულისხმის-ყოფასა შემეცნებად შენდა. |
7:5 |
შეიკრძალე თავი შენი დედაკაცისა უცხოსაგან და ბოროტისა, რაჟამს სიტყვითა საცთურსა შთაგთხევდეს. |
7:6 |
არდაბაგითა სახლისათა იხედავნ უბანთა მიმართ, |
7:7 |
რათამცა მოიხილნეს ჭაბუკნი უთმინონი და ყრმანი უგულისხმონი, |
7:8 |
რომელნი ვლიედ უბანთა მიერ სიახლესა სახლისა მისისათა და ზრახავნ, |
7:9 |
სიბნელესა ღამისასა, ოდესცა არღარა განსცხრებოდიან სიჴშოსაგან ბინდისა, |
7:10 |
დედაკაცი იგი შეემთხვევა პირითა საროსკიპოთა, რომელმან შესულიბნის გულნი ჭაბუკთანი, ეითარცა მთრვალთა მოუძლურებულთანი, |
7:11 |
ფრინვალობს უძღებად და სახლსა შინა თვისსა არა დააცადნის ფერჴნი თვისნი, |
7:12 |
არამედ ოდესმე ვალნ უბანთა და ოდესმე ყოვლით კერძო იმსტრობნ, |
7:13 |
რათამცა პოვა ჭაბუკი და დაიპყრას, აკოცებს ურცხვინოდ და ლიქნით ეტყჳნ: |
7:14 |
მზეგრძელობისა შენისათვის მსხვერპლისა შეწირვად პაემანი და მეც აწ დღეს აღვასრულე პაემანი. |
7:15 |
ამისთვის მოგეგებვი შენ ტრფიალი პირისა შენისა და სანატრელი გპოვე. |
7:16 |
შემითხზნავს ცხედარი ჩემი და გარდამიგია ფიჩვითა ეგვიპტურებ ჭრელებულითა. |
7:17 |
საგებელთა ჩემთა უკმიე მური, შტახსი და კასია. |
7:18 |
მოვედ და ვიშვებდეთ სიყვარულითა განთიადამდე; მოვედ და განვსცხრებოდეთ ტრიობითა. |
7:19 |
რამეთუ არა არს ქმარი ჩემი სახლსა შინა, არამედ წარსრულ არს გზასა შორესა. |
7:20 |
ვაშკარანი ვეცხლითა წარიღო, აღიღო ჴელითა და შემდგომად დღეთასა მომავალ არს სახიდ თვისად. |
7:21 |
მრავალმეტყველებითა და მაცთურითა ბაგითა რა შეაცთუნის, |
7:22 |
შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი უმეცარი, |
7:23 |
და იწყლა, ვითარცა ირემი ღვიძლგანგვრემული, და მოიფრინვა, ეითარცა ფრინველმან, მახედ და არა უწყის, წარწყმედად სულისა თჳსისად ვალს. |
7:24 |
აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი და ყურად-იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი. |
7:25 |
ნუ მოსდრეკ გულსა შენსა გზათა მისთა, და ნუცა შეუდგები კვალთა მისთა, |
7:26 |
ვინადგან მრავალნი იგვემნეს და მოიწყლნეს და უამრავნი მჴნენი შეიმუსრნეს მის მიერ, |
7:27 |
რამეთუ სახლი მისი გზა არს ჯოჯოხეთისა, რომელი შთაიყვანებს საუნჯედ სიკუდილისად. |