4:1 |
ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა, |
4:2 |
რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტეობთ, |
4:3 |
რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა. |
4:4 |
რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა, |
4:5 |
ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისსა ჩემისათა, |
4:6 |
ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ. |
4:7 |
დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ. |
4:8 |
გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ, |
4:9 |
რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ. |
4:10 |
ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ ცხორებისაჲ, |
4:11 |
რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი. |
4:12 |
უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე. |
4:13 |
შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა. |
4:14 |
გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა. |
4:15 |
რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი, |
4:16 |
რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან, |
4:17 |
რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან. |
4:18 |
ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე. |
4:19 |
ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი. |
4:20 |
შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი, |
4:21 |
რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა, |
4:22 |
რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ. |
4:23 |
და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი. |
4:24 |
მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან. |
4:25 |
თუალნი შენნი მართლ ხედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებენ. |
4:26 |
მართალ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ. |
4:27 |
ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა, რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ. |