31:1 |
სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან. |
31:2 |
რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო. |
31:3 |
ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღჳნოსა სუემდ. |
31:4 |
ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად, |
31:5 |
რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა. |
31:6 |
და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა. |
31:7 |
რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა მოიჴსენნენ. |
31:8 |
აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად. |
31:9 |
აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა. |
31:10 |
დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი. |
31:11 |
მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს; |
31:12 |
რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა, |
31:13 |
მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა, |
31:14 |
იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე. |
31:15 |
და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა, |
31:16 |
იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე, |
31:17 |
მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ, |
31:18 |
და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი. |
31:19 |
ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა, |
31:20 |
ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა. |
31:21 |
არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი |
31:22 |
უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი. |
31:23 |
სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა. |
31:24 |
არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა, |
31:25 |
პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა, |
31:26 |
ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა. |
31:27 |
მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა. |
31:28 |
და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა: |
31:29 |
მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა. |
31:30 |
ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას. |
31:31 |
მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე. |