5:1 |
შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი, |
5:2 |
რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთას გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა, |
5:3 |
რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი, |
5:4 |
ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა, |
5:5 |
რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან. |
5:6 |
და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა ცხორებისასა იგი არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ. |
5:7 |
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა. |
5:8 |
შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა, |
5:9 |
რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყლოთა, |
5:10 |
რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი შენ შევიდეს სახლსა სხუათასა. |
5:11 |
და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი. |
5:12 |
და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა გულმან ჩემმან. |
5:13 |
არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური ჩემი, |
5:14 |
მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და შესაკრებელსა. |
5:15 |
სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა. |
5:16 |
გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა შინა დიოდენ წყალნი შენნი. |
5:17 |
იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ. |
5:18 |
წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა. |
5:19 |
ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო. |
5:20 |
ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს, |
5:21 |
რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა ხედავს. |
5:22 |
უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის. |
5:23 |
ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა. |