3:1 |
შვილო, სჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან. |
3:2 |
რამეთუ სიგრძე ჟამთა და წელიწადნი ცხორებისანი და მშჳდობაჲ შეგეძინოს შენ. |
3:3 |
მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბენ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა. |
3:4 |
და ჰპოო მადლი წინაწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცთა. |
3:5 |
იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრაძნესა შენსა ნუ აჰყვები. |
3:6 |
ყოველთა შინა გზათა შენთა იცან იგი, რათა წარჰმართნეს გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო. |
3:7 |
ნუ იქმნები შენ ბრძენ თავით თჳსით; გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა. |
3:8 |
მაშინ კურნებაჲ იყო ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთა. |
3:9 |
პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და შეწირე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სამართალთა. |
3:10 |
რამეთუ აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისათა, და ღჳნითა საწნეხელნი შენნი გარდამოეცემოდიან. |
3:11 |
შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა, |
3:12 |
რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. |
3:13 |
ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ, |
3:14 |
რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა, |
3:15 |
და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას, |
3:16 |
რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს. |
3:17 |
გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით. |
3:18 |
ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ. |
3:19 |
ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონიერებით. |
3:20 |
მეცნიერებითა უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა. შვილო, |
3:21 |
ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი, |
3:22 |
რათა ცხონდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნებაჲ ჴორცთა შენთა, და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთაჲ, |
3:23 |
რათა ხჳდოდი სასოებით, მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარსცე. |
3:24 |
უკუეთუ შჯდე, უშიშად შჯდე; და, უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს |
3:25 |
და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვისა უღმრთოთაგან მოწევნულისა, |
3:26 |
რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რათა არა შეიძრა. |
3:27 |
ნუ დააყენებ კეთილის-ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნა. |
3:28 |
ნუ ეტყჳ - წარვედ აწ და მოვედ და ხვალე გცე: ძალ-თუ-გედვას კეთილის-ყოფად, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს ხვალემან. |
3:29 |
ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა. |
3:30 |
ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე გიყოს შენ. ნუ მოიგებ კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად, |
3:31 |
ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა; |
3:32 |
რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი. |
3:33 |
წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა მიერ. |
3:34 |
უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. |
3:35 |
დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ. |