13:1 |
შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს. |
13:2 |
ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა. |
13:3 |
რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვას სული თჳსი; ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თჳსი. |
13:4 |
გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი მოღუაწებათა შინა. |
13:5 |
სიტყუაჲ ცილისა სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს და არა ეცეს კადნიერებაჲ. |
13:6 |
სიმართლემან დაიცვნის უმანკონი სლვასა შინა, ხოლო უღმრთონი განაქიქნის ცოდვამან. |
13:7 |
არიან, რომელნი მდიდრად გამოაჩინებენ თავთა თჳსთა და არა რაჲ აქუნ, და არიან, რომელთა დაიმდაბლიან თავნი თჳსნი მრავალსა შინა სიმდიდრესა. |
13:8 |
საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე; ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს რისხვასა. |
13:9 |
ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს; სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ. |
13:10 |
უგუნური იქმს მტერობით ბოროტსა, ხოლო სიმართლისა მზრახველი თავით თვისით ბრძენ არნ. |
13:11 |
სიმდიდრე უშჯულოებით შეკრებული მოაკლდეს, ხოლო სარწმუნოებით შემყარებულნი განუმრავლებენ თავთა თვისთა; მართალი დგეს სასოებით, ეწყალინ და ავასხის. |
13:12 |
რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს. |
13:13 |
შეურაცხის-მყოფელნი შეურაცხ იქმნენ, და რომელთა ეშინის მცნებისა ღმრთისა, ლხინებულ იყოს; ძესა მზაკვარსა ნუ რამე კეთილი იყოს, ხოლო მონასა ბრძენსა განემარჯოს საქმენი და წარემართნეს გზანი მისნი. |
13:14 |
შჯული ბრძნისა წყარო არს ცხოვრებისა, ხოლო უმეცარი საბრჴითა მოკვდეს. |
13:15 |
სიბრძნემან კეთილმან მოსცის მადლი, და მეცნიერებამან შჯულისამან - გონება კეთილი, ხოლო გზა შეურაცხის-მყოფელთა წარწყმდეს. |
13:16 |
ყოველნი მოჰაზრენი იქმენ სიბრძნითა, ხოლო უმეცართა განახვნეს სიბოროტენი თვისნი. |
13:17 |
მეფე ამპარტავანი შთავარდების მახესა, ხოლო ანგელოზმან ბრძენმან გამოიჴსნას იგი. |
13:18 |
სიგლახაკე და შეურაცხება წარდევნოს წვრთილებამან, ხოლო რომელმან დაიმარხოს მხილება, დიდებულ იქმნეს. |
13:19 |
გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს არიან მეცნიერებისაგან. |
13:20 |
რომელი თანაუვიდოდის ბრძენთა, ბრძენ იყოს, ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა - საცნაურ იყოს. |
13:21 |
რომელნი ცოდვიდენ, უკუანა სდევდეს ბოროტი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი. |
13:22 |
სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნის შვილისშვილნი, ხოლო დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრე უღმრთოთა; |
13:23 |
მართალთა დაყუნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მსწრაფლ წარწყმდენ. |
13:24 |
რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ. |