22:1 |
უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი; |
22:2 |
მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა. |
22:3 |
ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს. |
22:4 |
დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ. |
22:5 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:6 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:7 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:8 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:9 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:10 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:11 |
უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ. |
22:12 |
და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან. |
22:13 |
მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა. |
22:14 |
მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა), |
22:15 |
უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან. |
22:16 |
რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი. |
22:17 |
სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა. |
22:18 |
რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან. |
22:19 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:20 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:21 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
22:22 |
ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა. |
22:23 |
რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი. |
22:24 |
ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი. |
22:25 |
ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ. |
22:26 |
ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა. |
22:27 |
უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა. |
22:28 |
ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა. |
22:29 |
შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა. |