24:1 |
შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა, |
24:2 |
რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან ბაგენი მათნი. |
24:3 |
სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების. |
24:4 |
და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა და კეთილითა. |
24:5 |
უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა. |
24:6 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:7 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:8 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:9 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:10 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:11 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:12 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:13 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:14 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:15 |
ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა, |
24:16 |
შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა. |
24:17 |
უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები. |
24:18 |
ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან. |
24:19 |
ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა, |
24:20 |
რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს. |
24:21 |
გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ, |
24:22 |
რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას. |
24:23 |
რომელი შვილი სხუასა ეკრძალებოდის წარწყმედასა, მსწრაფლ და ადრე განერეს; შეწყნარებით შეიწყნაროს იგი უფალმან, და რამეთუ არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან გამოვიდეს. |
24:24 |
ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა შინა არა კეთილ არს. |
24:25 |
რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა შორის. |
24:26 |
ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ. |
24:27 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
24:28 |
ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა. |
24:29 |
ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე. |
24:30 |
ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა. |
24:31 |
უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ. |
24:32 |
უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა. |
24:33 |
მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო, |
24:34 |
მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილმსრბოლი. |