23:1 |
უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი. |
23:2 |
უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ. |
23:3 |
ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა. |
23:4 |
ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე. |
23:5 |
უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედამადგინებელისა თჳსისა. |
23:6 |
ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა. |
23:7 |
რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა. |
23:8 |
ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა. |
23:9 |
ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი. |
23:10 |
ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს სასჯელი მართალი შენ თანა. |
23:11 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
23:12 |
მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა. |
23:13 |
ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს. |
23:14 |
შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან. |
23:15 |
შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა. |
23:16 |
და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ. |
23:17 |
ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა, |
23:18 |
რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს. |
23:19 |
ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ. |
23:20 |
და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა, |
23:21 |
რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან მოძილემან. |
23:22 |
ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა შენი. |
23:23 |
მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა. |
23:24 |
კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი. |
23:25 |
იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი. |
23:26 |
მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა. |
23:27 |
ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ. |
23:28 |
და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს. |
23:29 |
ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი? |
23:30 |
ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი სუმანი არიან? |
23:31 |
ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა, |
23:32 |
ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს გესლი. |
23:33 |
თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა. |
23:34 |
და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის მრავალთა ღელვათა. |
23:35 |
და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი? |