6:1 |
შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა, |
6:2 |
რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა. |
6:3 |
ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს იდევ. |
6:4 |
ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა, |
6:5 |
რათა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა მფრინველი მახესა. |
6:6 |
იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა, |
6:7 |
რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს, |
6:8 |
რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა; ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ, დაღაცათუ არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა. |
6:9 |
ვიდრემდის სწვე, ჵ, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო? |
6:10 |
მცირედ გეძინოს, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა. |
6:11 |
მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანებაჲ, ვითარცა კეთილი მსრბოლი. უკუეთუ უცონო იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის. |
6:12 |
კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა. |
6:13 |
და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთათა, |
6:14 |
გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა. |
6:15 |
ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი, |
6:16 |
რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა, და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისათა. |
6:17 |
თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუ, ჴელნი, რომელნი სთხევენ სისხლსა მართალისასა, |
6:18 |
და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა, და ფერჴნი, რომელნი ისწრაფიან ბოროტის-ყოფად, მოისრნენ. |
6:19 |
ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა. |
6:20 |
შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ. |
6:21 |
და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა, |
6:22 |
რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ, |
6:23 |
რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ, |
6:24 |
რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა. |
6:25 |
შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა. |
6:26 |
რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის. |
6:27 |
გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს? |
6:28 |
ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას? |
6:29 |
ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას. |
6:30 |
არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი. |
6:31 |
უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი. |
6:32 |
ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას. |
6:33 |
სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე, |
6:34 |
რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. |
6:35 |
ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა. |