29:1 |
უმჯობეს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა, მეყსეულად რაჲ აღეგზნას, მისსა არა იყოს კურნება. |
29:2 |
ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი. |
29:3 |
კაცსა, რომელსა უყვარნ სიბრძნე, მხიარულ არნ მამაჲ მისი, ხოლო, რომელი სდევნ მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრე. |
29:4 |
მეფემან მართალმან ჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უსჯულომან დაამჴჳს იგი. |
29:5 |
რომელი განემზადოს ბრძოლად პირსა მეგობრისა თჳსისასა, შეიბლარდნენ, ვითარცა საბლარდნელითა, ფერჴნი მისნი. |
29:6 |
კაცი ცოდვილი მრავალსა მახესა შეებას, ხოლო მართალი შუებასა და სიხარულსა შინა იყოს. |
29:7 |
იცის მართალმან სასჯელი გლახაკისა, ხოლო უღმრთომან არა იცის მეცნიერება და გლახაკსა არა აქუს ბუნება მეცნიერებისა. |
29:8 |
კაცთა უსჯულოთა ადვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარეწარაქციეს რისხვა. |
29:9 |
კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის. |
29:10 |
კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი ღმრთისაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებედ სულსა მისსა. |
29:11 |
ყოველი გულისწყრომა თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად. |
29:12 |
მეფჱ რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან. |
29:13 |
მასესხებელი და მოსესხე ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვა მათ ორთავე ყოს უფალმან. |
29:14 |
მეფე, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს. |
29:15 |
გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნე, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა. |
29:16 |
მრავალ-ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა შიშნეულ იქმნნენ... |
29:17 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
29:18 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
29:19 |
სიტყჳთა მიერ ვერ განისწავლის მონა ფიცხელი. დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს. |
29:20 |
უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფე სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოება აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრეღა მას. |
29:21 |
რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკანასკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა. |
29:22 |
კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევა, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის ცოდვა. |
29:23 |
გინება კაცსა დაამდაბლებს, ხოლო მდაბალნი იგი უფალმან დიდებითა დაიმტკიცნეს. |
29:24 |
რომელი თანაეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი, უკუეთუ ფიცი შუა შემოიღონ, შეძრწუნდენ და არღარა მიუთხრან. |
29:25 |
რომელთა ეშინოდის და ჰრცხუენოდის კაცთათჳს, ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ; უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳვის საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს. |
29:26 |
მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს მართალი კაცისა. |
29:27 |
საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის, რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა. |