კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იგავთა »
იგავთა 1
იგავთა 2
იგავთა 3
იგავთა 4
იგავთა 5
იგავთა 6
იგავთა 7
იგავთა 8
იგავთა 9
იგავთა 10
იგავთა 11
იგავთა 12
იგავთა 13
იგავთა 14
იგავთა 15
იგავთა 16
იგავთა 17
იგავთა 18
იგავთა 19
იგავთა 20
იგავთა 21
იგავთა 22
იგავთა 23
იგავთა 24
იგავთა 25
იგავთა 28
იგავთა 29
იგავთა 30
იგავთა 31

« იგავთა 2 [BIB - xx] »
2:1 შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა,
2:2 ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და მისცე გული შენი გულისხმის-ყოფასა და წინაუყუნე იგინი სასწავლელად ძესა შენსა.
2:3 უკუეთუ ხადო სიბრძნესა და გულისჴმის-ყოფასა მისცე ჴმაჲ შენი,
2:4 და უკუეთუ გამოეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა რჩეულსა, და, ვითარცა საფასესა, გამოიკულევდე,
2:5 მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში ღმრთისა და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო,
2:6 რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ
2:7 და დაუუნჯის ცხორებაჲ, რომელთა წარიმართნიან, შეეწევის სლვასა მათსა
2:8 დაცვად გზათა სიმართლისათა და გზაჲ მოშიშთა მისთა დაიცვის.
2:9 მაშინ გულისჴმა-ჰყო სიმართლე და მშჯავრი და წარმართნე ყოველნი ალაგნი კეთილისანი,
2:10 რამეთუ უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს,
2:11 ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ,
2:12 რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა.
2:13 ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი წრფელნი და ვიდოდეს გზათა ბნელისათა,
2:14 რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა;
2:15 რომელთა გზანი დრკუ არიან და გულარძნილ ალაგნი მათნი,
2:16 რათა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო-გყონ სიმართლისაგან გონებისა. შვილო, ნუ გეწევინ შენ ზრახვაჲ ბოროტი.
2:17 რომელმან-იგი დაუტევის მოძღურებაჲ სიჭაბუკესა და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის,
2:18 რამეთუ დაუდგა სიკუდილსა თანა სახლი თჳსი და ჯოჯოხეთს შინა ნაშობთა თანა ქუეყანისათა ალაგნი მისნი.
2:19 ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მოიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიფოს მათ წელიწადი ცხორებისაჲ.
2:20 უკუეთუმცა სრულ იყვნეს იგინი ალაგთა კეთილთა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი წრფელნი,
2:21 რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და უმანკონი დაშთენ მას ზედა.
2:22 გზანი უღმრთოთანი წარწყმდეს ქუეყანით და უსჯულონი უჩინო იქმნეს მისგან.

© 2010, გია შერვაშიძე