1:1 |
ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად-კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს. |
1:2 |
რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, |
1:3 |
იზაქარ, ზაბულონ და ბენიამენ. |
1:4 |
დაან და ლეფთალემ, გაად და ასერ. |
1:5 |
ხოლო იოსებ იყოვე ეგჳპტეს და იყო ყიველი სული იაკობისითაგანი სამეოცდაათხუთმეტ. |
1:6 |
აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი. |
1:7 |
ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანა იგი. |
1:8 |
აღდგა მეფე სხუაჲ ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსებ, |
1:9 |
და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა ესერა, ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ დიდი სიმრავლე არს და ძლიერ არს უფროჲს ჩუენსა. |
1:10 |
მოდით და ვისიბრძნოთ დამჴობად მათდა, ნუუკუე განმრავლდენ და ოდეს, თუ სადმე შეგვემთხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ, შეერთნენ იგინიცა მტერთა მათ ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრეთ განვიდენ ქუეყანით. |
1:11 |
და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რათა ძჳრსა შეაჩუენებდენ მათ საქმითა და უშენნენ ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითოფი და რამესე და ონი, რომელ არს მზის ქალაქი. |
1:12 |
და რაოდენ იგინი დაამდაბლებდენ, ეგოდენ ესენი განმრავლდებოდეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად. |
1:13 |
და საძაგელ იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაჱლისათა და მსძლავრობდეს მეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა ძლით. |
1:14 |
და აჭირვებდეს სალმობით ცხორებასა მათსა საქმითა მით ფიცხელითა თიჴისა და ალიზისათა და ყოვლითავე საქმითა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკად. |
1:15 |
და ჰრქუა მეფემან მან მეგჳპტელთამან ყრმისა ამქუმელთა მათ ებრაელთასა, სახელი ერთისა მის სეფორა და ერთისა - ფოა |
1:16 |
და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ შჳნებად ებრაელთა მათ და შობასა იყუნენ, უკუეთუ წული იყოს, მოკალით იგი და, უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი. |
1:17 |
შეეშინა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და არა ყვეს ეგრე, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტელთამან და აცხოვნებდეს წულსა. |
1:18 |
მოუწოდა მეფემან ეგჳპტელთამან ყრმისა აღმქუმელთა მათ და ჰრქუა: რაჲსათჳს ჰყავთ საქმე ესე და აცხოვნებდით ყოველსა წულსა? |
1:19 |
ჰრქუეს ყრმისა აღმქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტისანი არიან ებრაელთა დედანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე ყრმისა აღმქუმელთა და შობდეს იგინი. |
1:20 |
კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქუმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდა ფრიად. |
1:21 |
რამეთუ ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ. |
1:22 |
უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით. |