კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 13 [BIB - xx] »
13:1 და მისა შემდგომად წარიძრა ერი იგი ასეროთით კერძო და დაიბანაკეს უდაბნოსა მას ფარანისასა.
13:2 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: წარავლინენ შენ კაცნი.
13:3 და განიმსტრვედ ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელი მივეც მე ძეთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად. კაცი თითოჲ ტომისაგან, სახლისაგან მამათა მათთაჲსა, წარავლინნე ყოველნივე იგინი მთავარნი მათგანი.
13:4 და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ სიტყჳთა უფლისაჲთა, ყოველნი კაცნი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი. და ესე არს სახელები მათი:
13:5 ტოჰმისა რუბენისი - სალამიელ, ძე ზაქურისი.
13:6 სჳმეონისი ნათესავისაჲ - ზაფატია, ძე სურისი.
13:7 ძეთაგან იუდაჲსთა - ქალებ, ძე იეფონესი.
13:8 ძეთაგან ისაქარისთა - გალაამ, ძე იოსეფისი.
13:9 ძეთაგან ეფრემისთა - ისო, ძე ნავესი.
13:10 ძეთაგან ბენიამისთა - ფალტი, ძე რაფუჲსი.
13:11 ძეთაგან ზაბულონისთა - იულიელ, ძე სუდისი. ძეთაგან იოსეფისთა,
13:12 ძეთა მანასესთა - გადი, ძე სურისი.
13:13 და ძეთაგან გადისთა - ამისე, ძე გამესი.
13:14 ძეთაგან ასერისთა - სათურ, ძე მიქაელისი.
13:15 ძეთაგან ლეფთალემისთა - აბი, ძე იაბისი.
13:16 ძეთაგან გადისთა - ტოელ, ძე მაქისი.
13:17 ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელნი წარავლინნა მოსე განხილვად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და დასდვა ასეს, ძესა ნავესსა, სახელი მისი ისუ.
13:18 და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ განმსტრობად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და ჰრქუა მათ:
13:19 აღვედით ამიერ უდაბნოჲთ და აღხჳდეთ თქუენ მთასა მას. და იხილეთ ქუეყანა იგი, რაბამ-რაჲ არს და ერი იგი, რომელ მსხდომ არს მას ზედა, ანუ თუ ძლიერ არს, ანუ თუ უძლურ, ანუ თუ მცირედ არიან, ანუ თუ მრავალ.
13:20 და ვითარ არს ქუეყანა იგი, რომელსა ზედა დამკჳდრებულ არიან იგინი, გინათუ კეთილ არს, ანუ ბოროტ, ანუ ვითარ არიან ქალაქნი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან იგინი, ანუ თუ მოზღუდვილ არიან, ანუ თუ უზღუდო.
13:21 და რაჲ არს ქუეყანა იგი, ანუ თუ პოხილ არს, ანუ მჭლე, ანუ თუ არს ხე მას ზედა, ანუ თუ არა, და განეკრძალენით და მოიღეთ ნაყოფისა მისგან მის ქუეყანისა. და დღენი იგი იყუნეს დღენი ზაფხულისანი და ჟამი მსთჳსა ყურძნისა.
13:22 და აღვიდეს და განიმსტურეს ქუეყანა უდაბნოჲთ სინაჲსაჲთ ვიდრე რააბად შესავალთაჲთ ეფრაათისაჲთ.
13:23 და აღვიდეს უდაბნოჲთ და მოვიდეს ქებრონადმდე და მუნ იყუნეს აქიმან და სესი და თალმი ნათესავნი ენაკისნი. და ქებრონი შჳდით წლით შენებულ იყო უწინარეს ტანისა, რომელ არს ეგჳპტისაჲ.
13:24 და მოვიდეს იგინი ჴევადმდე ტევნისა და განიმსტურეს იგი და მოჰკუეთეს მიერ რქაჲ და ტევანი ყურძნისაჲ მას ზედა ერთი და წარიღეს იგი მჴრითა აღებით და ბროწეულისაგან და ლეღჳსა.
13:25 და უწოდეს სახელი ადგილისაჲ მის „ჴევ ტევნის“ - ტევნისა მისთჳს, რომელ მოჰკუეთეს ძეთა ისრაჱლისათა.
13:26 და მიიქცეს მიერ და განემსტურო ქუეყანა შემდგომად ორმეოცისა დღისა.
13:27 და წარვიდეს მიერ და მოვიდეს მოსესა და აჰრონისა და ყოვლისა მის კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა - უდაბნოდ ფარანისა, რომელ არს კადსაჲ, და მიუთხრეს მათ სიტყუაჲ ყოველსა მას კრებულსა, და უჩუენეს ნაყოფი იგი ქუეყანისაჲ მის, და უთხრეს მათ და ჰრქუეს მათ:
13:28 მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი.
13:29 არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ.
13:30 და ამალეკი დამკჳდრებულ არს ქუეყანასა მას სამხრით კერძო და ქეტელი იგი, და ეველი, და იებოლელი და ამორეველი დამკჳდრებულ არიან მთით კერძო. და ქანანელი იგი მკჳდრ არს ზღჳსკიდესა და იორდანით კერძო.
13:31 და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკჳდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ.
13:32 და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად.
13:33 და განთქუეს გმობაჲ მის ქუეყანისაჲ, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაჲ იგი შემჭამელი მკჳდრთა მისთაჲ არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ.
13:34 და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე.

© 2010, გია შერვაშიძე