26:1 |
და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა: |
26:2 |
იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა. |
26:3 |
და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა: |
26:4 |
ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით, |
26:5 |
რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი. |
26:6 |
ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი. |
26:7 |
ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ. |
26:8 |
და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ. |
26:9 |
და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს. |
26:10 |
და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ. |
26:11 |
ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს. |
26:12 |
და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი: |
26:13 |
ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი, |
26:14 |
ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას. |
26:15 |
ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი. |
26:16 |
აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი. |
26:17 |
ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი. |
26:18 |
ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა: |
26:19 |
ძენი იუდაჲსნი: ჱრ და ავან, სჱლონ და ფარეს და ზარა. და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. |
26:19 |
ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. |
26:20 |
და იყუნეს ძენი იუდაჲსნი დასად-დასად მათა: სელომისი დასი, დასი სელომისი, დასი ფარეზისი, ზარაჲსი დასი. |
26:20 |
და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი. |
26:21 |
და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი. |
26:22 |
ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას. |
26:23 |
და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი. |
26:24 |
იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი. |
26:25 |
ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც. |
26:26 |
ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი. |
26:27 |
ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას. |
26:28 |
ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ. |
26:29 |
ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი. |
26:30 |
და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი. |
26:31 |
სჳქემ, დასი სჳქემისი. |
26:32 |
სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი. |
26:33 |
და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. |
26:34 |
ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას. |
26:35 |
და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი. |
26:36 |
ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი. |
26:37 |
ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა. |
26:38 |
ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი, იაქირამ, დასი იაქირამისი. |
26:39 |
სოფამ, დასი სოფამისი. |
26:40 |
და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი. |
26:41 |
ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას და ექუსას. |
26:42 |
და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად მათა. |
26:43 |
ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას. |
26:44 |
ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი, ბარია, დასი ბარიაჲსი. |
26:45 |
ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი. |
26:46 |
და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა. |
26:47 |
ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას. |
26:48 |
... სი გავნი, დასი გავნისი, |
26:49 |
იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი. |
26:50 |
ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას. |
26:51 |
ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ. |
26:52 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
26:53 |
ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით. |
26:54 |
უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ სამკჳდრებელი იგი. |
26:55 |
წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ. |
26:56 |
წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა. |
26:57 |
და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი კაათისი, მერარი, დასი მერარისი. |
26:58 |
ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ შვა ამრამ. |
26:59 |
და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. |
26:60 |
და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ. |
26:61 |
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა უდაბნოსა ზედა. |
26:62 |
და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ, რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა. |
26:63 |
რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო. |
26:64 |
და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა. |
26:65 |
და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი. |